ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 30 ადამიანი. ამის შესახებ სააგენტო „რესს“ ე.წ. მთავარმა სანიტარულმა ექიმმა მარინა კოჩიევამ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, სამედიცინო მეთვალყურეობას უწევენ 1200 ადამიანს. სექტემბრის შუა რიცხვებიდან 484 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო ამ პერიოდის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 1684 ადამიანია.

კოჩიევას ინფორმაციით, პანდემიის განმავლობაში დე ფაქტო რესპუბლიკაში 10 289 ტესტი ჩატარდა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში 15 დეკემბრამდე შეწყვეტილია საშუალო, საშუალო-პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების მუშაობა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი