წყალტუბოს სოფელ ჟონეთში ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობას აპროტესტებენ

ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში აქცია მიმდინარეობს.

რიონის ხეობის მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს და შეჩერებას მოითხოვს.

ისინი პროტესტის 29-ე დღეს თურქული კომპანია "ენკას" ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ და საკუთარი მოთხოვნები გააჟღერეს.

ადგილობრივებს ეკოლოგები და პოლიტიკური პარტიების წევრებიც შეუერთდნენ. ადგილობრივების თქმით, არ დაუშვებენ 105-მეტრიანი კაშხლის მშენებლობას, რადგან საფრთხე ექმნება როგორც გარემოს, ასევე დასავლეთ საქართველოს.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა