თეა ახვლედიანი - სოფელ ზარდიაანთკართან მირიან თაზიაშვილის უკანონო დაკავების ფაქტზე დაუყოვნებლივ ამოქმედდა ცხელი ხაზი და ეცნობა ჟენევის თანათავმჯდომარეებს

სოფელ ზარდიაანთკართან მირიან თაზიაშვილის უკანონო დაკავების ფაქტზე დაუყოვნებლივ ამოქმედდა ცხელი ხაზი და ეცნობა ჟენევის თანათავმჯდომარეებს , - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, გრძელდება ინტენსიური მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა უმოკლეს ვადაში მოხდეს უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების უპირობო გათავისუფლება.

„საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მიმდებარე ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ამგვარი ფაქტები კიდევ უფრო ართულებს ადგილზე არსებულ, ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას, განსაკუთრებით, როდესაც უკვე ერთ წელიწადზე მეტია პანდემიის პირობებშიც კი, დაკეტილია ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტები, რაც ადგილობრივ მოსახლეობას უზღუდავს გადაუდებელ, მათ შორის სამედიცინო მომსახურებებზე წვდომას და გაყოფილია ოჯახები. საქართველოს სხვა შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, ჩვენ ვაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა უმოკლეს ვადაში მოხდეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების უპირობო გათავისუფლება“, -განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ცნობისთვის, სუს-ის ინფორმაციით, 20 ნოემბერს, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის მიმდებარედ არსებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს