რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ხანძარი გაჩნდა

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ხანძარი გაჩნდა

რუსთავში, მეგობრობის გამზირის #31 კორპუსში შემავალ ბუნებრივი აირის მილს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, საპატრულო პოლიცია და "სოკარ-ჯორჯია გაზის" ავარიული ბრიგადა.

მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა დროულად მოახერხეს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.