ჩოხატაურის მერის განცხადებით, ბახმაროში ჩარჩენილი ადამიანების გამოსაყვანად, თოვლისგან გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს

ბახმაროში თოვლისგან გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. ჩოხატაურის მერის, ირაკლი კუჭავას ინფორმაციით, ბახმაროში 200-მდე ადამიანი იმყოფება.

მისივე თქმით, ისინი უამინდობისა და თოვლის გამო, გამოსვლას ვერ ახერხებენ.

მისივე თქმით, გაფრთხილების მიუხედავად, მოქალაქეები ბახმაროში შეუსაბამო ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ავიდნენ.

„გუშინ და გუშინწინ ბახმაროში ავიდნენ ჯგუფები არაშესაბამისი ავტოსატრანსპოროტო საშუალებებით. მიუხედავად გაფრთხილებისა და გზაზე შესაბამისი ტრაფარეტებისა, ისინი მაინც ავიდნენ ბახმაროში. საუბარია დაახლოებით 150-200 ადამიანზე. ახლა ვაწარმოებთ საწვავის შეტანას. გზა მალე გაიწმინდება და მოხდება ამ ადამიანების გამოყვანა“, – აცხადებს ირაკლი კუჭავა.

მისივე თქმით, ახლა ბახმაროს გზის 33-ე კილომეტრზე მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება გზის გასაწმენდად და იქ ჩარჩენილი ადამიანების გამოსაყვანად.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა