„გორმედმა“ კოვიდინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ დამატებითი საწოლფონდი გამოყო

„გორმედმა“ კოვიდინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ დამატებითი საწოლფონდი გამოყო. გორის საუნივერსიტეტო კლინიკისა და ხაშურის კლინიკის პარალელურად, კოვიდპაციენტების სტაციონარულ მართვაში ჩაერთო ,,გორმედის" ქსელის ქარელის ცენტრალური საავადმყოფოც. დღეის მდგომარეობით, სამედიცინო ქსელ „გორმედს“, გორის, ხაშურის და ქარელის კოვიდკლინიკებში 247 სტაციონარული პაციენტის მართვა შეუძლია (გორში - 111, ხაშურში - 86, ქარელში - 50).

„გორმედის“ კლინიკური დირექტორის, ხათუნა შრუბის ინფორმაციით, ამ დროისთვის, კოვიდკლინიკებში, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 236 სტაციონარული პაციენტი იმართება.

„ მთლიანობაში, დღეის მდგომარეობით, სამედიცინო ქსელ „გორმედს“, კოვიდკლინიკებში 250-მდე სტაციონარული პაციენტის მართვა შეუძლია. ამ დროისთვის, ,,გორმედის" ქსელის კოვიდკლინიკებში, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 236 სტაციონარული პაციენტი იმართება და კიდევ რამდენიმე პაციენტის გადმოყვანას ველოდებით. 13-ის მდგომარეობა მძიმეა და ეს პაციენტები მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

კოვიდის მართვის პარალელურად, „გორმედის“ ქსელის გორის საუნივერიტეტო კლინიკა, მკაცრი ზონირების დაცვით (დამოუკიდებელი შესასვლელები, გამიჯნული საპალატე სივრცეები) ახორციელებს სხვა გადაუდებელი პათოლოგიების მქონე პაციენტებისთვის ამბულატორიული თუ სტაციონარული სერვისების უწყვეტ რეჟიმში მიწოდებას“, - განაცხადა ხათუნა შრუბმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა