ლევან თარხნიშვილის ინფორმაციით, „ევროპულ საქართველოს, „გირჩს", „სტრატეგია აღმაშენებელსა" და „ლელოს" შორის შესაძლო თანამშრომლობის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

„ევროპული საქართველოს" წევრმა, ლევან თარხნიშვილმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ 4 პარტიას „ევროპულ საქართველოს, „გირჩს", „სტრატეგია აღმაშენებელსა" და „ლელოს" შორის შესაძლო კოოპერაციის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა, მისი თქმით, ჯერ უცნობია, იქნება თუ არა მათ შორის ამ საკითხზე კონსენსუსი.

თარხნიშვილის თქმით, ზემოთაღნიშნულ 4 პარტიას შორის უფრო მეტი თანხვედრა არსებობს.

„ჩვენ ვლაპარაკობთ რამდენიმე პარტიასთან შესაძლო კოოპერაციაზე და შესაძლო საარჩევნო კოოპერაციაზე, მათ შორის თქვენს მიერ ჩამოთვლილ პარტიებთან. მოლაპარაკებები საწყის ეტაპზეა. არ ვიტყოდი, რომ ეს ასეა - ყველა, მინუს „ნაცები“. უამრავი პარტია არსებობს, რომლებიც დღეს ოპოზიციის შეხვედრაზე სხედან და რომელთანაც ჩვენ არ განვიხილავთ კოოპერაციას. საუბარი მიმდინარეობს ამ 4 პარტიას შორის. საუბარია იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს გარკვეული თანხვედრები. შესაბამისად, ვლაპარაკობთ იმაზე, რამდენად ღრმაა ეს თანხვედრა. ამ 4 პარტიას შორის არის გარკვეული კონსულტაციები, როგორც მიმდინარე, ასევე პოლიტიკურ საკითხებზე. ყველას გახსოვთ, რომ გარკვეულ შეთანხმებებს არჩევნების წინაც მოეწერა ხელი, ამ შეთანხმებას სხვადასხვა პარტიები უერთდებოდნენ, მაგრამ ეს 4 პარტია იყო მუდმივი. ეს პროცესი ახალი დაწყებული არ არის, არამედ არჩევნების წინაც იყო. რატომ არ არის სხვა პარტიები? იმიტომ, რომ სხვა პარტიებთან ასეთი თანხვედრა არ გვაქვს",-განაცხადა თარხნიშვილმა.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, „ევროპული საქართველო, "გირჩი", სტრატეგია აღმაშენებელი" და "ლელო" აპირებს, რომ შექმნას ერთობა "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს