სომხეთის სამხედრო პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს, საბრძოლო იარაღი და მასალები ჩააბარონ

სომხეთის სამხედრო პოლიციამ მთიანი ყარაბაღის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეებს შეახსენა, რომ ცეცხლსასროლი იარაღები სახელმწიფოს ჩააბარონ.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს მრავალმა მოქალაქემ დადგენილი წესით საბრძოლო იარაღი და მასალები მიიღო, რის შემდეგაც ისინი საბრძოლო მოქმედებების ზონაში გაემგზავრნენ, მაგრამ მათი გამოყენების შემდეგ, ისინი არ ჩაუბარებიათ.

„სამხედრო პოლიცია კვლავაც მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებიც მობილიზაციის გამო გაწვეულნი იყვნენ სამხედრო სამსახურში, ან სხვა საფუძველზე, ნებაყოფლობით ჩააბარონ იარაღი და საბრძოლო მასალები, რომლებიც მიიღეს საბრძოლო მოქმედებების დროს“ , - აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე ცნობით, ასეთ შემთხვევაში, მოქალაქეები გათავისუფლდებიან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს