ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მუშა დაშავდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სოფლის რწმუნებულმა მერაბ მიქავამ განუცხადა, მუშას დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

არსებული ინფორმაციით, მუშას თავზე ფიცარი დაეცა, თუმცა რა ვითარებაში, დაზუსტებული არ არის.

" ზუგდიდში ვიყავი, როდესაც გავიგე მომხდარის შესახებ. ნაწილი ამბობს, რომ მუშები მესამე სართულიდან ფიცრებს ყრიდნენ, ნაწილი ამბობს, რომ ფიცარი გადმოვარდა. როგორც ვიცი, თვითონ გამოსულა იმ ადგილზე. უსაფრთხოების ნორმები დაცულია. ზუსტი ინფორმაცია მუშებმა იციან, რომლებიც პოლიციაში გამოიკითხნენ. მე დაშავებულთან მოვედი საავადმყოფოში. ოპერაციას არ საჭიროებს",- ამბობს მიქავა.

დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში იმყოფება. მედიკოსების ინფორმაციით, მას კვლევები და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა