ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსისგან კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 116 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 3 პაციენტი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამივე პაციენტი გუდაუთის საავადმყოფოში დაიღუპა.

აღნიშნულ საავადმყოფოში ამ დროისთვის სტაციონარული მკურნალობა 67 ადამიანს უტარდება. მძიმე მდგომარეობაშია 23 ადამიანი, 30 პაციენტის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.

ოკუპირებულ აფხაზეთში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ის 5 558 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 3 630 და დაღუპულია 73 ადამიანი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა