კოვიდსასტუმროში, სადაც პაციენტი ექთანს თავს დაესხა, აცხადებენ, რომ ინციდენტის დროს პაციენტი მე-11 სართულიდან გადახტომას ცდილობდა

ბათუმში, ერთ-ერთ კოვიდსასტუმროში, სადაც პაციენტი ექთანს თავს დაესხა, აცხადებენ, რომ ინციდენტის დროს პაციენტი მე-11 სართულიდან გადახტომას ცდილობდა.

სასტუმროს ადმინისტრაციის ინფორმაციით, პაციენტი მეტადონის პროგრამაში იმყოფებოდა.

იგი კოვიდსასტუმროდან სამართალდამცავებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

„კოვიდსასტუმროში პაციენტის შემოყვანისას ჯანდაცვის პერსონალი შესაბამის ისტორიას ავსებს. თავდასხმის მიზეზი არ ვიცით. პაციენტს გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემა ჰქონდა, ჩართული იყო ფსიქოლოგი.

დღეს ამ პაციენტს სასტუმროდან გასვლა უწევდა, იგი მეტადონის პროგრამაში იყო ჩართული. ჩვეულებრივ კოვიდ დადასტურებიდან 10 დღე იმყოფებოდა, აქამდე აგრესია არ ჰქონია.

დაცვის თანამშრომლებმა დროული რეაგირება მოახდინეს. რადგან მე-11 სართულიდან გადმოხტომას აპირებდა, უსაფრთხოების მიზნით ბატუტი გავშალეთ“, - აცხადებს სასტუმროს დირექტორი დიანა ბერიძე.

ამავე კოვიდსასტუმროს ექიმი ეთერ აროშიძე ამბობს, რომ კოლეგას პაციენტმა ინციდენტის დროს დაზიანება ხელის არეში მიაყენა.

„უმნიშვნელო ნაკაწრი აქვს მიღებული, იმ დროს აქ არ ვყოფილვარ. პაციენტი მედატონის პროგრამაზე იყო. პაციენტს მეტადონის მიღება თუ დაუგვიანდებოდა, ჩვეულებრივად ითხოვდა. მეტადონი ერთი და იგივე დროს ეძლევა, ღამის საათებში არ იყო გათვალისწინინებული. პაციენტს სხვა დროს აგრესია არ გამოუხატავს“, - განაცხადა ექიმმა.

ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს