ირაკლი კობახიძე - საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმაზე საუბარი შესაძლებელია

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმაზე „საუბარი შესაძლებელია“.

როგორც კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, მმართველი გუნდი მზადაა ოპოზიციასთან ყველა საკითხზე ისაუბროს, თუმცა ვადამდელი არჩევნების დანიშვნა წითელი ხაზია.

„თამარ ჟვანია არის ცესკო-ს თავმჯდომარე, ის ვერ გახდება პოლიტიკური თანამდებობის პირი. არაპოლიტიკური პირის თანამდებობა, ვერ გახდება პოლიტიკური შეთანხმების საგანი. რაც შეეხება საარჩევნო რეფორმას, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს საარჩევნო ადმინისტრაციას, ამაზე შეაძლებელია საუბარი და შეთანხმების მიღწევა. ჩვენ ყველა საკთხზე ვართ მზად საუბრისთვის. კონკრეტული შეთავაზებები გვაქვს წარმოდგენილი, მათაც აქვთ წარმოდგენილი და ამ კუთით ღიაა დისკუსია“, - განაცხადა კობახიძემ.

მან საარჩევნო პროცესის დროს გამოვლენილ ხარვეზებზეც ისაუბრა და ისინი „ადამიანურ შეცდომებს“ დაუკავშირა.

„როდესაც ჩატარდა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, იქ ჰქონდათ ე.წ გამწვანებული უბნები, რაც ნიშნავს იმას, რომ შენ მთლიანად დალაგებული გყავს კომისიის წევრები და ყველა იმ პირთან, ვინც უბნებშია წარმოდგენილი, გარკვეული გაქვს ურთიერთობა. რომ ნახოთ, მაგალითად, მარნეულიდან რამდენი ხმა ჰქონდა ჩამოტანილი მიხეილ სააკაშვილს, იქ ყველაფერი არის ნათელი. მაშინდელმა ცესკო-ს თავმჯდომარემ „გააპრავა“ ის არჩევნები. რაც შეეხება თამარ ჟვანიას, ის 2013 წლიდან არის ცესკო-ს თავმჯდომარე და მას აქვს ჩატარებული 5 მსხვილი არჩევნები. ეს არის: 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნები, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და ახლა, საპარლამენტო არჩევნები უკვე მეექვსზე არჩევნებია. თუ 5 არჩევნები ჩატარდა ისე, რომ არ იყო კითხვის ნიშნები, რაღა მეექვსე არჩევნებზე მოუნდა თამარ ჟვანიას და ცესკო-ს შემადგენლობას მაქინაციები? თან ვერც ადასტურებენ ვერანაირ მანიპულაციას. ჩვენ დებატებისკენ იმიტომ ვიყავით მოწოდებული, რომ ყველაფერთან დაკავშირებით გვაქვს დეტალური ინფორმაცია. რაც ადასტურებს იმას, რომ ცესკო-ს მხრიდან მანიპულაციას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება ხარვეზებს, რომლებიც დაფიქსირდა უბნების დონეზე არითმეტიკაში და მათემატიკაში, აქ იყო ადამიანური შეცდომები“, - განაცხადა კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა