ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ქუთაისში, ნინოშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი იყო. ცეცხლი სახლის სხვენში გაჩნდა.

ოჯახის წევრის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ხანძარი ბავშვებმა გააჩინეს, რომლებიც ოთახში თამაშობდნენ.

ოჯახის ერთმა წევრმა სახეზე და ზედა კიდურებზე დამწვრობა მიიღო.

ადგილზე ექვსი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, დაახლოებით ასი კვადრატული ფართობი დაიწვა.