ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 90 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტი 269 ადამიანს ჩაუტარდა, რომელთაგან 90 ადამიანს ვირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება. შესაბამისად, დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 5648-მდე გაიზარდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 24-ით გაიზარდა 3654 შეადგინა.

ამ დროისთვის, გუდაუთის კოვიდ ჰოსპიტალში სტაციონარულად 56 ადამიანი მკურნალობს. მძიმე მდგომარეობაშია 23 ადამიანი, 21 პაციენტის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 31 კოვიდდადასტურებული პაციენტია მოთავსებული, სამის მდგომარეობა მძიმეა.

სოხუმის მრავალპროფილურ ჰოსპიტალში მკურნალობს 32 ადამიანი, რომელთაგან 29-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, სამის მდგომარეობა კი მძიმეა.

ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში 1 ადამიანი გარდაიცვალა, რომელთა რაოდენობა 74-მდე გაიზარდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა