„ქართული ოცნება“ სახელმწიფოსგან 5 140 020 ლარს, „ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკი - 3 115 635 ლარს, „ევროპული საქართველო“ კი 1 124 409 ლარს მიიღებს

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ყველაზე სოლიდურ საბიუჯეტო დაფინანსებას “ქართული ოცნება“ მიიღებს. არსებული მონაცემების მიხედვით, სახელისუფლო პარტიას ყოველწლიურად ბიუჯეტიდან 5 140 020 ლარი ჩაერიცხება.

საპარლამენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღები 14 პარტია გახდა. არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე კი, პარტიების დაფინანსების წესთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები განხორციელდა, რომლის საფუძველზე პარტიების დაფინანსების ფორმულა მთლიანად შეიცვალა. ახალი წესით, დაფინანსება დამოკიდებულია მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობაზე - სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას ის პარტია მიიღებს, რომელმაც პარლამენტის ბოლო არჩევნებში ხმების 1% მაინც მოიპოვა. პირველი 50 000 ხმის ფარგლებში მიღებული თითოეული ხმისათვის განსაზღვრულია 15 ლარი, ხოლო თითოეული შემდგომი ხმისთვის − 5 ლარი. აღნიშნული თანხის გარდა, პარტიები გენდერული კვოტის დაცვის შემთხვევაში, დამატებით დაფინანსებას იღებენ. კერძოდ, ვის საარჩევნო სიაშიც ყოველი მესამე განსხვავებული სქესის წარმომადგენელია, მისაღებ დაფინანსებას თანხის 30% ემატება. წამახალისებელი გენდერული კვოტა დაიცვა; “ევროპულმა საქართველომ“, “პატრიოტთა ალიანსმა“, „ალეკო ელისაშვილი მოქალაქეებმა“ და ბლოკმა “გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“.

კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მქონე პარტიებს ყოველწლიურად საბიუჯეტო დაფინანსება შემდეგი ოდენობით ერგებათ:

“ევროპული საქართველო“ - (72 986 ხმა); ჯამში, 1 124 409 ლარი.

საარჩევნო ბლოკი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“ (523 127 ხმა); ჯამში, 3 115 635 ლარი. აღნიშნული ბლოკი არჩევნებში ხუთი პარტიით მონაწილეობდა, რომელთა შორის თანხა შემდეგი პროპორციით განაწილდება:

“ნაციონალური მოძრაობა“ – 2 299 635 ლარი;

“მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ – 240 000 ლარი;

“პროგრესი და თავისუფლება“ – 12 000 ლარი;

“რესპუბლიკური პარტია“ – 204 000 ლარი;

“ევროპელი დემოკრატები“ – 360 000 ლარი;

“პატრიოტთა ალიანსი“ (60 480 ხმა); ჯამში, 1 043 120 ლარი.

“ლეიბორისტული პარტია“ (19 314 ხმა); ჯამში, 289 710 ლარი.

“ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“ (25 508 ხმა); ჯამში, 497 406 ლარი.

საარჩევნო ბლოკი “გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ (60 671 ხმა); ჯამში, 1 044 361 ლარი. ბლოკი არჩევნებში ორი პარტიით მონაწილეობდა, რომელთა შორის დაფინანსება შემდეგი ოდენობით განაწილდება:

გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ – 939 925 ლარი.

“კანონი და სამართალი“ – 104 436 ლარი.

“გირჩი“ (55 598 ხმა); ჯამში, 777 990 ლარი.

“ქართული ოცნება“ (928 004 ხმა); ჯამში, 5 140 020 ლარი.

“ლელო“ (60 712 ხმა); ჯამში, 803 560 ლარი.

ცესკოს საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე წერილობითი თანხმობით ცხრა პარტიამ მიმართა. ხუთ პარტიას კი, რომელსაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ბიუჯეტიდან დაფინანსება ეკუთვნის, ცესკოში განაცხადი არ შეუტანია. ცესკოსათვის დაფინანსების მისაღებად არ მიუმართავს: “პატრიოტთა ალიანსს“, “ლეიბორისტულ პარტიას“, “მოქალაქეებს“, “გირჩსა“ და “ლელოს“.

აღსანიშნავია, რომ 25 ნოემბრამდე დაწესებული ვადის დასრულების მიუხედავად, ცესკოს ვალდებულია პარტიები გააფრთხილოს, რის შემდეგაც პარტიებს დამატებით სამი დღე აქვთ, საარჩევნო ადმინისტრაციაში შესაბამისი თანხმობა წარადგინონ. თუკი ზემოთაღნიშნული პარტიები დადგენილ ვადაში თანხმობას კვლავ არ წარადგენენ, საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლებას დაკარგავენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა