ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 84 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 პაციენტი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტი 265 ადამიანს ჩაუტარდა, რომელთაგან 84-ს ვირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.

ოკუპირებულ რეგიონში დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 5732 -მდე გაიზარდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 3 661-ს შეადგენს.

ამ დროისთვის, გუდაუთის კოვიდ ჰოსპიტალში სტაციონარულად 62 კოვიდინფიცირებული ადამიანი მკურნალობს. მათგან მძიმე მდგომარეობაშია 23 ადამიანი, 20 პაციენტის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.

გარდა ამისა, ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა. ლეტალური შემთხვევების რიცხვი კი 77-მდე გაიზარდა.

ზვიად კირტავა - ფრთხილი ოპტიმიზმი შეიძლება მქონდეს, რომ შევძლებთ მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციას, მაგრამ ჯერჯერობით ფრთხილი, - გეგმა არ გვინახავს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2021
რა გეგმები აქვს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და რა პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს? - ინტერვიუ უნივერსიტეტის კანცლერ მაგდა მაღრაძესთან
ბათუმში ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრი აშენდება
2020 წელს ინტელიექსპრესის მიერ საქართველოში შემოტანილი ფულადი გზავნილების მოცულობამ 265 მილიონ დოლარს გადააჭარბა
ეფექტური გზა რესპირაციული ინფექციების პრევენციისთვის