ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებთან სოფელ წნელისში ქართული საგუშაგოს მოხსნის საკითხი დააყენეს

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელზე მურატ ჯიოევზე დაყრდნობით იუწყება.

ჯიოევის თქმით, შეხვედრაზე ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ სოფელ წნელისში საგუშაგოს მოხსნის საკითხი დააყენა.

„სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ სოფელ უისტაში უკანონო ქართული ფოსტის შექმნის შემდეგ, ეს (პოსტი) წარმოადგენს დესტაბილიზაციის მუდმივ წყაროს. ამიტომ, იმისათვის, რომ სასაზღვრო ზონაში უსაფრთხოებაზე ვისაუბროთ, უნდა დავიწყოთ იქიდან, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ეს უკანონო პოსტი უნდა მოშალონ, ”- განაცხადა ჯიოევმა.

მისივე თქმით, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მხრიდან ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის გაფორმება მოითხოვეს.

„აღინიშნა ჟენევის დისკუსიების მთავარ ამოცანაზე მუშაობის გაძლიერების აუცილებლობა, ეს არის სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოს მხრიდან. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მუშაობა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტების შემუშავებაზე,“- აღნიშნა ჯიოევმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო