გრიგოლ გეგელიას განცხადებით, მთავრობის მიერ დაანონსებული სოციალური დახმარების პაკეტი მოქალაქეების დაცინვაა

პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, მთავრობის მიერ დაანონსებული სოციალური დახმარების პაკეტი მოქალაქეების დაცინვაა.

მისი თქმით, მთავრობა მოქალაქეებს შიმშილისთვის წირავს.

„სამწუხაროდ, ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა მოქალაქეებს შიმშილისთვის წირავს. რთული ზამთრისთვის იმ ფონზე, რა მდგომარეობაშიც დღეს საქართველოს ეკონომიკა და ლარი იმყოფება ეს 100, 200 და 300 - ლარიანი ე.წ. დახმარება უბრალოდ დაცინვაა და სხვა არაფერი. ეს დახმარება მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება საარსებო მინიმუმს, რომელიც ამავე ხელისუფლების მიერაა დადგენილი და თავის მხრივ, რეალურ ვითარებას არ შეესაბამება. ჩვენ გვახსოვს ის რამდენიმეთვიანი ცირკი, როდესაც ის მიზერული დახმარებებიც კი, რომელიც მთავრობამ შესთავაზა მოქალაქეებს, კაციშვილს არ მიუღია და განსაკუთრებით თვითდასაქმებული ადამიანები დაიჩაგრნენ“,-განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, უმუშევრად დარჩენილი თვითდასაქმებულები ერთჯერად 300 - ლარიან, ხოლო ფორმალურად დასაქმებულები 6 თვის განმავლობაში ჯამში 1 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ