გოგონას, რომელსაც ხელვაჩაურში სტიქიის შედეგად ოჯახის წევრები დაეღუპა, აჭარის მთავრობამ ბინა გადასცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, მეექვსეკლასელ გოგონას, რომელსაც ოჯახის წევრები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჯოჭოში განვითარებული სტიქიის შედეგად დაეღუპა, ბინა გადასცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გოგონას ბინა ბათუმში, ახლად აშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში გადაეცა.

“გოგონას დამატებით ბინის რემონტისა და კეთილმოწყობისთვის გადაეცემა ფინანსური დახმარება. მეწყერის შედეგად სოფელ ჯოჭოში თედორაძეების ოჯახის ერთადერთი გადარჩენილი წევრი, მეექვსეკლასელი გოგონა უბედური შემთხვევის დროს შუახევში ნათესავთან სტუმრად იმყოფებოდა. მეწყრის შედეგად სოფელ ჯოჭოში ხუთი ადამიანი დაიღუპა – თედორაძეების ოჯახის სამი წევრი და ორი სტუმარი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა