აჭარის მთავრობის სახლთან ხვალ ოპოზიციური პარტიები აქციას გამართავენ

აჭარის მთავრობის სახლთან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები ხვალ, 15:00 საათზე საპროტესტო აქციას გამართავენ.

როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ანთაძე აცხადებს, მათი მთავარი მოთხოვნაა ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

"ბათუმში აქციები გრძელდება, ვიდრე ხელისუფლება არ გაიგებს რას ვითხოვთ. მოთხოვნა არის უცველელი: არ მოიპაროს ხალხის ხმა და ჩატარდეს ცივილური არჩევნები, როგორც შეეფერება ქართველ ხალხს",- განაცხადა ლევან ანთაძემ.

ცნობისთვის, აჭარის მთავრობის სახლთან კარვებია გაშლილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა