ზვიად შალამბერიძემ კორონავირუსის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებთან  შეხვედრა გამართა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ კორონავირუსის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებთან მორიგი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მზარდ დინამიკასა და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს, ასევე, სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა შეაფასეს.

კოვიდკლინიკების ხელმძღვანელების ინფორმაციით, ხორციელდება მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია, ასევე სტაციონარებში საწოლფონდის შესაძლო დეფიციტის პრევენციის მიზნით, მუდმივად ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.

“სახელმწიფო რწმუნებულმა დღევანდელ შეხვედრაზე ასევე, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი განიხილა. შეხვედრაზე იმ მედპერსონალის ტრანსპორტირების საკითხზე იმსჯელეს, რომლებიც ქუთაისში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მუშაობენ და იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ. გადაწყდა, რომ სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით მოხდება მათი გადაადგილება, კლინიკებს არ ექნებათ თანამშრომელთა რესურსის ნაკლებობა და ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას”, - ნათქვამია სახელმწიფო რწმუნებულის აპარტის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს