ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული  48 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 196 პაციენტიდან 48 რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

როგორც კლინიკის ექიმი გია კიკაბიძე აცხადებს, 6 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

მისივე თქმით, აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ-19-ით ხუთი პაციენტი გარდაიცვალა.

"აჭარაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა.

48 პაციენტი რეანიმაციაში გვყავს მოთავსებული, 36 პაციენტს ჟანგბადი მუდმივ რეჟიმში მიეწოდება, შედარებით სტაბილური სიტუაციაა პალატებში მოთავსებულ პაციენტებში. სამწუხაროდ, 5 პაციენტი გარდაიცვალა", - აღნიშნა კიკაბიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო