„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი - აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეები რეკომენდაციებს მაქსიმალურად დაიცავენ

აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები აქციის მსვლელობისას ჯანდაცვის რეკომენდაციებს მაქსიმალურად დაიცავენ, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრმა გიორგი კირთაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აქციაზე მისული ყველა მოქალაქე თერმოსკრინინგს გაივლის და პირბადეები დაურიგდებათ, ისინი დისტანციის დაცვით განთავსდებიან.

გიორგი კირთაძის თქმით, ოპოზიციური პარტიების მთავარი მოთხოვნაა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

აჭარის მთავრობის სახლთან აქცია დღეს, 15:00 საათზე დაიწყება.

"აქციაზე ყველა შემომსვლელი თერმოსკრინინგს გაივლის, ასევე პირბადეების ტარება სავალდებულო იქნება. ვისაც არ ექნება დავურიგებთ და დისტანციის დაცვით ჩატარდება აქცია. მაქსიმალურად ვიცავთ წესებს და ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ამ ქვეყანას პასუხისმგებლიანი ხელისუფლება უნდა ჰყავდეს. ვინც არ არის რისკ-ჯგუფში ველოდებით. პროტესტი 24- საათიან რეჟიმში გაგრძელდება, რადგან ბიძინა ივანიშვილმა სხვა გზა არ დაგვიტოვა. დღეს კარგად გამოჩნდება, მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიები როგორი პასუხისმგებლობით ეკიდებიან, იმ პრობლემებს, რაც არის ქვეყანაში.

დღევანდელ აქციაზე ეკონომიკასა და ჯანდაცვაზე საინტერესო შეთავაზებები გვექნება", - აღნიშნა გიორგი კირთაძემ.

იხილეთ ვიდეო:აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეები რეკომენდაციებს მაქსიმალურად დაიცავენ - "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა