მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ და ამოქმედებულ წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილებებზე მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები რეგიონალური სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდნენ, სადაც საუბარი რიგი ეკონომიკური ბიზნესსაქმიანობების მკაცრ გაკონტროლებას შეეხებოდა.

"შეხვედრას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მაცაცო (მანანა) ნარიმანიძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, შემოსავლების სამსახურის და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მხარეებმა იმსჯელეს და დაგეგმეს მომდევნო ერთი თვის განმავლობაში გასატარებელი ღონისძიებები.

რაც შეეხება სანქციებს, რეგულაციების დარღვევის გამო, თავდაპირველად მოხდება ბიზნესსუბიექტის გაფრთხილება, ხოლო შემდგომ ყველა იმ სუბიექტების დაჯარიმება, რომლებიც ახორციელებენ არანებადართულ საქმიანობას", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა