რიონის ხეობაში მოსახლეობამ ნამახვანის ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გამართა

ნამახვანჰესის წინააღმდეგ რიონის ხეობის მოსახლეობამ მორიგი აქცია გამართა. ადგილობრივები ჰესის მშენებლობის შეჩერებას და კომპანია "ენკას" გასვლას მოითხოვენ.

პროტესტის 35-ე დღეს მოსახლეობამ დახმარებისთვის საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიმართა.

მათი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მათ პროტესტს არ ისმენს, ამიტომ საკითხით დაინტერესებას აშშ-ს ელჩს საქართველოში კელი დეგნანს სთხოვენ.

აქციის მონაწილეებს საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები შეუერთდნენ.

"არ შეწყდება პროტესტი, ვიდრე კომპანია არ დატოვებს ხეობას. მათი განცხადება არის მიუღებელი. ჩვენი ხელისუფლება არის მხარე და არ იცავს მოსახლეობის ინტერესებს, ამიტომ დახმარებისთვის ამერიკის ელჩს მივმართავთ. დაინტერესდეს ჩვენი პროტესტით და მოგვისმინოს. ჩვენ პროტესტს არ შევწყვეტთ" , - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ვარლამ გოლეთიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა