აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა „თავისუფლების გრაგნილი“ წარადგინეს

აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოქალაქეებს „თავისუფლების გრაგნილი“ წარუდგინეს.

ოპოზიციას მიაჩნია, რომ აღნიშნული პეტიცია თავისუფლების სიმბოლოა და ისინი ხელისუფლებას არ ემორჩილებიან.

აქციაზე შეკრებილებმა "თავისუფლების გრაგნილზე" ხელი მოაწერეს და აღნიშნეს, რომ ისინი პროტესტის გაგრძელებას გეგმავენ.

ამასთან, ოპოზიციის ლიდერები პანდემიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს ე.წ. „თავისუფლების კვარტალში“ ეპატიჟებიან, რომელიც აჭარის მთავრობის სახლთან არის მოწყობილი.

"არ ვემორჩილებით ბიძინა ივანიშვილს და აქ ვდგავართ. პირველები ვიყავით და ვთქვით, რომ ამ ადგილს თავისუფლების კვარტალი დავარქვით. ხვალ, დილიდან ლევან ანთაძე, გია დიასამიძე და სხვა ექიმები კოვიდთან ბრძოლაში კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვებიან, ვისაც 112-ში არ უპასუხებენ, ისინი მიაკითხავენ სახლში და ისე დაეხმარებიან.

ყველას ვისაც ბიძინა ივანიშვილმა უთხრა, რომ ვაჭრობის უფლება არ გაქვთ, მოვუწოდებ, მოვიდნენ აქ ივაჭრონ, აქ იყიდონ ყვავილები. ხვალ დილიდან პირველი კაფე გაიხსნება, სადაც ყველას შეეძლება მომსახურეობის მიღება. მადლობა თქვენ ამ გაუტეხელობისთვის. ირაკლი კუპრაძემ თავისუფლების პეტიცია წაიკითხა, ზუსტად არის ის პუნქტები, რაც ჩვენ გვაერთიანებს", - აღნიშნა გიორგი კირთაძემ სიტყვით გამოსვლისას.

ამასთან, აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსა და სამართალდამცავებს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა. როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ელგუჯა ბაგრატიონი აცხადებს, ტერიტორიაზე სწრაფი კვების კონტეინერის განთავსებას მოითხოვენ.

ელგუჯა ბაგრატიონი ამბობს, რომ მათ შესაბამის უწყებებიდან ნებართვა აქვთ და ინფორმირებული ბათუმის მერია.

"ვითხოვთ, სწრაფი კვების კონტეინერის განთავსებას, რის საშუალებასაც სამართალდამცავები არ გვაძლევენ. თავისუფლების კვარტალში კანონის ჩარჩოებში ვიმოქმედებთ", - აღნიშნა ბაგრატიონმა.

სამართალდამცავებმა განაცხადეს, რომ აჭარის მთავრობის მიმდებარე ტერიტორიას დაათვალიერებენ და შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო