ქედაში ხილის გადამამუშავებელი ორი საწარმო შენდება

ქედის მუნიციპალიტეტში ხილის გადამამუშავებელი ორი საწარმო შენდება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან და ქედის მერთან ერთად საწარმოების მშენებლობა დაათვალიერა.

,,ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ორი სასოფლო-სამეურნეო პროფილის საწარმოს მშენებლობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გლობალური პანდემიის მიუხედავად არ ჩერდება მსგავსი პროექტები.

ყველა პროექტი, რომელიც სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობით ხორციელდება უნდა იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი და სარგებლის მომტანი ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

უწყების ინფორმაციით, სოფელ ძენწმანში მშრალი ხილის საწარმოს მშენებლობას დონორი ორგანიზაციები და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო უჭერს მხარს.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საგრანტო კონკურსის ფარგლებში, საწარმო 100000 ლარით დაფინანსდა, საწარმოში 50-ზე მეტი ადგილობრივი დასაქმდება და მიმდინარეობს ხილის გადამამუშავებელი საწარმო ,,დოლოგანის'' მშენებლობა.

მათივე ცნობით, პროექტი ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით და ქედა ''ლიდერი"-ს ფარგლებში ხორციელდება და საწარმოში 14 ადგილობრივი დასაქმდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო