ხელვაჩაურში ე.წ. ოცნების ქალაქში საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა.
მეზობლების ინფორმაციით, ხანძრის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა. ხანძრის შედეგად, განადგურებულია საყოფაცხოვრებო ნივთები.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული. ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია.