ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ხვალ პოლიციაშია დაბარებული

ეს არის ჩემი ბინა, თუმცა პოლიციამ ფიზიკური ძალის გამოყენებით გამომიყვანა გარეთ,- ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ “რეფორმერი ფიტნესიდან” გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ის ხვალ, 30 ნოემბერს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციაში დაიბარეს.

“ველოდებით როდის დაასრულებს პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს, მე მათ ავუხსენი, რომ ეს არის ჩემი ბინა და თუ მათ პრეტენზია ჰქონდათ, რომელიმე შპს-სთან, რომელიც არღვევდა მთავრობის დადგენილ რეგულაციას წასულიყვნენ იმ შპს-სთან და დაეჯარიმებინათ, ეს იყო ჩემი ბინა და მათ აქ შემოსვლის უფლება არ ჰქონდათ. თითქმის ნახევარი საათის განმავლობაში ვთხოვდი, რომ წარმოედგინათ რაიმე დოკუმენტი, რის საფუძველზეც არ მიშვებდნენ საკუთარ ბინაში და თვითონ რჩებოდნენ იქ - ეს დოკუმენტი არ წარმომიდგინეს და საბოლოოდ ფიზიკური ძალის გამოყენებით გამომიყვანეს გარეთ”, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ბათუმში, "რეფორმერი ფიტნესში" პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ფიტნეს ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სხადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იყვენენ შეკრებილები. ადგილზე ხმაური იყო, პოლიციამ ერთი პირი დააკავა, თუმცა შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.

ცნობისთვის, დღეს “გირჩის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ბათუმში ჩავიდა. მისი განცხადებით, ბათუმში მდებარე ფიტნეს კლუბი "რეფორმერი ფიტნესი" საცხოვრებელ სახლად იქირავა, მას შემდეგ, რაც შრომის ინსპექციამ ობიექტი აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო დააჯარიმა.

როგორც "გირჩის" ლიდერმა სოციალურ ქსელში დღეს განმარტა, ის ფიტნეს დარბაზთან ზეპირ ხელშეკრულებას დებს და ვისაც ვარჯიშის სურვილი აქვთ, შეუძლიათ სახლში ესტუმრონ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა