აჭარის მთავრობის სახლთან ხმაური იყო

აჭარის მთავრობის სახლთან ხმაური იყო

აჭარის მთავრობის სახლთან ხმაური იყო. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა" და სამართლადამცავებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ელგუჯა ბაგრატიონი აჭარის მთავრობის სახლში შესვლას ცდილობდა. ის აცხადებდა, რომ ციხისძირის მოსახლეობის პრობლემები აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის უნდა გაეცნო. ელგუჯა ბაგრატიონმა სამთავრობო დაცვის თანამშრომელს თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრის შეთანხმება სთხოვა, თუმცა როგორც მას გადასცეს, თორნიკე რიჟვაძემ შეხვედრაზე უარი განუცხადა იმ მიზეზით, რომ დაკავებულია.

„ქობულეთის საკრებულოს წევრს, ბონდო თედორაძეს უნდოდა შესვლა თორნიკე რიჟვაძესთან, უნდა გაეგო როდის მოაგვარებს სოფელ ციხისძირში წყლის პრობლემას, მაგრამ არ შეუშვეს. მე ვარ დეპუტატი და მაქვს უფლება შეუფერხებლად შევიდე მთავრობის შენობაში, მაგრამ როგორც ხედავთ, პოლიცია მხოლოდ იმითაა დაკავებული ჩინოვნიკები ვირთხებივით შეაპაროს“, - ამბობს ელგუჯა ბაგრატიონი.

თავდაპირველად აქციის მონაწილეები შენობის პიკეტირებას გეგმავდნენ და აცხადებდნენ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შენობაში არ შეუშვებდნენ.

სამართალდამცავები აჭარის მთავრობის სახლის ყველა შესასვლელთან არიან მობილიზებული. ამ დროისათვის სიმშვიდეა.

ცნობისთვის, დღეს მთავრობის სახლთან სავაჭრო ჯიხურების განთავსება იგეგმება.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

აჭარის მთავრობის სახლთან ხმაური იყო

აჭარის მთავრობის სახლთან ხმაური იყო. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა" და სამართლადამცავებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ელგუჯა ბაგრატიონი აჭარის მთავრობის სახლში შესვლას ცდილობდა. ის აცხადებდა, რომ ციხისძირის მოსახლეობის პრობლემები აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის უნდა გაეცნო. ელგუჯა ბაგრატიონმა სამთავრობო დაცვის თანამშრომელს თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრის შეთანხმება სთხოვა, თუმცა როგორც მას გადასცეს, თორნიკე რიჟვაძემ შეხვედრაზე უარი განუცხადა იმ მიზეზით, რომ დაკავებულია.

„ქობულეთის საკრებულოს წევრს, ბონდო თედორაძეს უნდოდა შესვლა თორნიკე რიჟვაძესთან, უნდა გაეგო როდის მოაგვარებს სოფელ ციხისძირში წყლის პრობლემას, მაგრამ არ შეუშვეს. მე ვარ დეპუტატი და მაქვს უფლება შეუფერხებლად შევიდე მთავრობის შენობაში, მაგრამ როგორც ხედავთ, პოლიცია მხოლოდ იმითაა დაკავებული ჩინოვნიკები ვირთხებივით შეაპაროს“, - ამბობს ელგუჯა ბაგრატიონი.

თავდაპირველად აქციის მონაწილეები შენობის პიკეტირებას გეგმავდნენ და აცხადებდნენ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შენობაში არ შეუშვებდნენ.

სამართალდამცავები აჭარის მთავრობის სახლის ყველა შესასვლელთან არიან მობილიზებული. ამ დროისათვის სიმშვიდეა.

ცნობისთვის, დღეს მთავრობის სახლთან სავაჭრო ჯიხურების განთავსება იგეგმება.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია