რუსთავში გარემოვაჭრეები აცხადებენ, რომ დაწესებულ შეზღუდვებს არ ემორჩილებიან და ვაჭრობას გააგრძელებენ

რუსთავში გარემოვაჭრეების საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ, გზა გადაკეტეს. ისინი კოვიდპანდემიის პრევენციის მიზნით, მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ ქუჩაში სხვადასხვა ნივთებით, ასევე ტანსაცმლით ვაჭრობის აკრძალვით, მთავრობა მათ ყველანაირი შემოსავლის გარეშე ტოვებს.

აქედან გამომდინარე, ისინი დაწესებულ შეზღუდვებს არ ემორჩილებიან და ქუჩაში ვაჭრობას გააგრძელებენ.

აქციაზე მყოფმა მოვაჭრეებმა გზის გადაკეტვის შემდეგ, ქუჩაში დახლები კვლავ გააკეთეს და ვააჭრობა განაგრძეს.

აქციის მონაწილეებს, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა შეხვდა, რომელმაც კიდევ ერთხელ განუმარტა გარემოვაჭრეებს არსებული შეზღუდვები და განაცხადა, რომ მთავრობამ ეს გადაწყვეტილება არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღო.

ირაკლი ტაბაღუამ საკვები პროდუქტებით გარემოვაჭრეებს ალტერნატიული ტერიტორია შესთავაზა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა