პოლიციამ აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე სავარაუდოდ, ორი პირი დააკავა

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან კვლავ დაძაბული ვითარებაა. ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვას სცადეს. ისინი სკანდირებენ: „მონებო, მონებო!“.

წინასწარი ინფორმაციით, აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს.

ადგილზე შეკრებილებმა პერფორმანსი მოაწყვეს, მათ სამთავრობო შენობასთან, სადაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის კაბინეტია, ბუშტები გაუშვეს, წარწერით: „მონა, იმოქმედე!“. ისინი თორნიკე რიჟვაძეს მოუწოდებენ, მოსახლეობას შეხვდეს და მათ პრობლემებს გაეცნოს.

პერფორმანსს აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. არეულობის შედეგად ერთი ადამიანი შეუძლოდ გახდა. გარდა ამისა, დაზიანდა კარვებიც, რომელიც აქციის მონაწილეებს აქვთ გაშლილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა