„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი - შევეცდებით, ყველა იმ შესასვლელში, რომლითაც თორნიკე რიჟვაძე სარგებლობს, დადგეს ადამიანების ჯგუფი და გავაგონოთ ხმა

ყველა კანონიერ გზას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ როგორმე ამ შენობაში შემძვრალ მშიშარა კურდღელს, თორნიკე რიჟვაძეს მივუტანოთ მოსახლეობის პრობლემა, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ელგუჯა ბაგრატიონმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც ბაგრატიონი აცხადებს, აქციის მონაწილეებს მთავრობის სახლში შეჭრის მცდელობა არ ჰქონიათ და ის რიჟვაძესთან შესახვედრად მარტო აპირებდა შესვლას.

რაც შეეხება აჭარის მთავრობის სახლის უკანა მხარეს განვითარებულ მოვლენებს, როგორც ბაგრატიონმა განმარტა, უკანა შესასვლელთან მდებარე კორპუსში თავად ცხოვრობს და მასთან დასასვენებლად აქციის რამდენიმე მონაწილე მიჰყავდა.

ბაგრატიონის ინფორმაციით, დაპირისპირებისას ორი ადამიანი დააკავეს, რამდენიმე კი დაშავდა.

„ჯერჯერობით ყველა კანონიერ გზას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ როგორმე ამ შენობაში შემძვრალ მშიშარა კურდღელს თორნიკე რიჟვაძეს მივუტანოთ მოსახლეობის პრობლემა. თუკი ვერ გავაგონებთ, შევეცდებით, რომ ყველა იმ შესასვლელში, საიდანაც სარგებლობს ეს ადამიანი, დადგეს ადამიანების ჯგუფი და გავაგონოთ ხმა.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს არ გვიშვებენ შენობაში. თუ ერთ ადამიანს, ელგუჯა ბაგრატიონს შემიძლია მთავრობის სახლის ბლოკირება, მაშინ ბიძინა ივანიშვილი გადმოგდებული მეყოლებოდა ამდენხანს შუშის სასახლიდან“, - განაცხადა ბაგრატიონმა და დასძინა, რომ „აქ მიმდინარე მოვლენები მარტივადაა, 31 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა დაგვახია თავზე კონსტიტუცია“.

მისივე ინფორმაციით, არა მარტო აჭარის სამართალდამცავი სტრუქტურები, პოლიციელები თორნიკე რიჟვაძეს გურიიდანაც ჰყავს ჩამოყვანილი.

„როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილს მოსწყინდა პროტესტი, აქამდე ფიქრობდა, რომ დაგვღლიდა და დავიშლებოდით. ხედავს, რომ კარგავს ხელისუფლებას და დღეს დარბევა დაიწყო, მაგრამ ცდება, ერთს დააკავებს, ორს, ხუთს, მაგრამ მთელ საქართველოს ვერ დააკავებს“, - განაცხადა ბაგრატიონმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა