აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი - ჭვანის ხეობის ტურისტულ განვითარებაზე მუშაობა გრძელდება

აჭარაში, ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების პროექტზე მუშაობა გრძელდება. ხეობის ტურისტული ზონის განვითარების გეგმის მიხედვით, ტურისტული ინფრასტრუქტურისა და ძირითადი ბილიკის მოწყობა ხაბელაშვილების სამასწლოვანი თაღოვანი ხიდიდან წისქვილების სოფლამდე იგეგმება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს, ტურისტული პროდუქტი, რომლის დაპროექტებაც ახლა მიმდინარეობს, მთიანაჭარაში ახალ და საინტერესო ტურისტული მიზიდულობის ადგილს შექმნის.

მათივე ინფორმაციით, ტურისტულ ზონაში ვიზიტორთა ცენტრი, გასართობი ატრაქციები, თავშესაფრები, ტურისტული ბილიკები და საფესტივალე სივრცე მოეწყობა.

ხეობის ტურისტული პოტენციალის კვლევა და კონცეფცია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მოამზადა. პროექტის განხორციელებას კი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო უზრუნველყოფს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ჭვანის ხეობა, ბათუმიდან 58 კილომეტრში, შუახევის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ის რეგიონში ფოლკლორითა და მუსიკალური ტრადიციებითაა გამორჩეული. ხეობა მდიდარია ჩანჩქერებით, ისტორიულ-კულტურული ძეგლებითა და ტრადიციებით. ამ მხრივ აღსანიშნავი ხაბელაშვილების სამი საუკუნის ხის ხიდია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. იქვეა სიმწვანეში ჩაფლული ძველი, ხის წიქვილები და სოფელი, რომელიც წისქვილების სოფლის სახელითაა ცნობილი. ხეობაშივე ფუნქციონირებს ფანდურების სახელოსნოც, სადაც მუსიკალური ხელსაწყოს შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს