ფოთში მოპედისა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად, ერთი პირი დაშავდა

ფოთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი პირი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, აღმაშენებლის ხიდზე მაღალი სიჩქარით მოძრავი მოპედი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავდა პირი, რომელიც მოპედს მართავდა.

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სენაკში კლინიკა ,,არქიმედეში“ გადაიყვანა.

,,დაშავებულს მძიმე დაზიანებები არ აღენიშნება, სასიცოცხლო პარამეტრები ნორმის ფარგლებში აქვს. გადაგვყავს კლინიკა ,,არქიმედეში“, სადაც საჭირო კვლევა ჩაუტარდება“, - განაცხადა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმმა ლუარა ჯახიამ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა