გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტი 308 ადამიანს ჩაუტარდა, რომელთაგან 87 ადამიანს ვირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება. შესაბამისად, დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 5970-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 167-ით გაიზარდა 3845 შეადგინა.
ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში 3 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 84-ს შეადგენს.