მალხაზ თორია - არსებული შეზღუდვების მკაცრი დაცვა ვირუსის გავრცელების შენელებისათვის უმნიშვნელოვანესია

საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვების აღსრულებასთან დაკავშირებით, სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო- ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტთან ერთად ჩამოყალიბებულმა ჯგუფებმა, რომელშიც ადგილობრივი ხელისუფლების და სხვა უწყებების წარმომადგენლები შედიან, უკვე გააფრთხილეს ის მეწარმეები ვინც დადგენილ ნორმებს არ იცავენ, რომ გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში მათი დაჯარიმება კანონის შესაბამისად მოხდება.

სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას განცხადებით, უნდა მოხდეს დაწესებული შეზღუდვების მკაცრად გაკონტროლება, რათა მოხდეს ვირუსის გავრცელების შენელება. მისივე განმარტებით, არსებული შეზღუდვების მკაცრი დაცვა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული ზომების ეფექტურობისთვის უმნიშვნელოვანესია, ამიტომაც უნდა განხორციელდეს მკაცრი კონტროლი, რათა მივიღოთ ის შედეგი რაც დასახული გაქვს.

მალხაზ თორიამ ასევე ყურადღება გაამახვილა პირბადეების ტარების აუცილებლობასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით კონტროლის გამკაცრებაზე ისაუბრა.

,,შეხვედრას - შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის, ინსპექტირების სამმართველოს უფროსი მაია მიქაია, სამხარეო, საპატრულო პოლიციის, სურსათის ეროვნულ სამმართველოს და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვების აღსრულებაზე კონტროლს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სსიპ შემოსავლების სამსახურის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ახორციელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა