სამოქალაქო აქტივისტების ნაწილმა ღამე პარლამენტის შენობასთან, კარავში გაატარა

სამოქალაქო მოძრაობა “საქართველოსთვის” აქტივისტების ნაწილმა ღამე პარლამენტის შენობასთან, კარავში გაატარა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა აქტივისტმა ნიკა ნარსიამ გაუნცხადა, სიცივისა და დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის დაჯარიმების ალბათობის გამო, პარლამენტთან მხოლოდ 18 აქტივისტი დარჩა, თუმცა იმის გამო, რომ ისინი არავის დაუჯარიმებია, ნარსია ვარაუდობს, რომ დღეს შესაძლოა, დარჩენის მსურველ აქტივისტთა რაოდენობა გაორმაგდეს.

„კარავში ვარ ახლაც, 18 ადამიანი დავრჩით ღამის განმავლობაში. სიცივის გამო, თან პირველი ღამე იყო და მაინც ველოდებოდით ჯარიმებს, ამიტომ, ვინც მზად ვიყავით ამ ჯარიმებისთვის, დავრჩით მხოლოდ ისინი. რადგან არ დაგვიწერეს ჯარიმა, დღეს უფრო მეტნი ვიქნებით,“ - განაცხადა ნიკა ნარსიამ.

აქტივისტები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების პარალელურად, ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების მოხსნას, უმუშევრად დარჩენილი ადამიანების ფინანსურ დახმარებასა და საჭიროების მქონე პირების მედიკამენტებით უზრუნველყოფას მოითხოვენ.

ნიკა ნარსიას განცხადებით, ისინი პარლამენტის შენობის წინ 24- საათიან პროტესტს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომამდე გააგრძელებენ.

იხილეთ ვიდეო:სამოქალაქო აქტივისტებმა ღამე პარლამენტის შენობასთან, კარვებში გაათენეს

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს