თორნიკე რიჟვაძე აქციის მონაწილეებს - ისე ნუ მოიქცევით, რომ ბათუმში შვილებს უთხრან მშობლებმა - ასეთები არ გაიზარდოთ

ამ კუთხის შვილები ხართ და მოგიწოდებთ, ოდნავ მაინც შეინარჩუნოთ სახე, - ეს განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სხდომის დაწყებამდე გააკეთა. მან მთავრობის სახლთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიმართა.

„ალბათ, არ ღირდა ამ საკითხით შეწუხება, თუმცა გუშინ ერთი რიგითი ბათუმელი შეწუხდა ე.წ მარგინალების ზღვარგადასული პროტესტით. თავს ვალდებულად მივიჩნევ, ამ 20 - კაციან ბანდას კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ არც პარტია და არც თქვენი გაქცეული მსჯავრდებული ბელადი არ ღირს თქვენს უსაქციელობაზე, უკადრებელის კადრებაზე საუბრობდეს მთელი აჭარა.

ამ კუთხის შვილები ხართ და მოგიწოდებთ, ოდნავ მაინც შეინარჩუნოთ სახე. საბოლოო ჯამში, ნუ მოიქცევით ისე, რომ თქვენი უსაქციელობით ბათუმში მშობლები შვილებს ეუბნებდონენ - ასეთები არ გაიზარდოთ",- განაცხადა რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს და თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას მოითხოვს.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა