პოლიციამ აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე სამი პირი დააკავა

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, კონსტანტინე ანანიაშვილის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწვევის და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, ასევე, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, აქციის 3 მონაწილე დააკავეს.

დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილი.

რაც შეეხება აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე მოვლენებს, ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები პროტესტს საყვირებით აგრძელებენ.

მათი განცხადებით, აჭარის მთავრობის სახლთან მშვიდობიან აქციას მართავენ და თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას მოითხოვენ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ აჭარის მთავრობის სახლთან ფიზიკური დაპირიპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის მოხდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა