აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ელგუჯა ბაგრატიონი აცხადებს, რომ აჭარის მთავრობის სახლში დეპუტატს გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ელგუჯა ბაგრატიონი აცხადებს, რომ აჭარის მთავრობის სახლში დეპუტატს გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევენ.
მისი თქმით, დეპუტატს შენობაში შესვლის შესაძლებლობა უნდა მიეცეს.
„აჭარის მთავრობის თავმჯდომარე კაბინეტში იმალება. მისი მოვალეობაა, რომ მოსახლეობას დაეხმაროს.
პოლიციას და დაცვის თანამშრომლებს შესასვლელი აქვთ ჩაკეტილი. აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს არ მეძლევა აჭარის მთავრობაში შესვლის შესაძლებლობა.
მეორე დღეა და ველოდები, როდის შემიშვებენ, ის კი კაბინეტში იმალება",- აღნიშნა ელგუჯა ბაგრატიონმა.
აჭარის მთავრობის სახლთან ცოტა ხნის წინ დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცავებმა აქციის სამი მონაწილე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს.
აქციის მონაწილეები თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას მოითხოვენ.

























