შსს-ს ინფორმაციით, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე 4 პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე, საერთო ჯამში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ოთხი პირია დაკავებული.

უწყების ცნობით, ისინი პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილი.

გამოძიება დაკავებულებს პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწვევის და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება.

ცნობისთვის, აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების მიზეზი აქცია პერფორმანსი გახდა, რომელიც ოპოზიციის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა მოაწყვეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა