ზუგდიდის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს მერია სასურსათო პროდუქტს ურიგებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისათვის საკვები პროდუქტების გაცემა დაიწყო. პირველადი სასურსათო პროდუქტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 62 საბავშვო ბაღის 4280 აღსაზრდელს გადაეცემა.

როგორც „ინტერპრესნიუსს" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ახალსოფლის საბავშვო ბაღში, პროდუქტების გაცემის პროცესს მონიტორინგი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ გაუწიეს.

„დღეს ზუგდიდში, სოფელ ახალსოფლიდან დავიწყეთ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისათვის სასურსათო პაკეტების დარიგება. რადგან ბავშვები არსებული აკრძალვების ფონზე ვერ ახერხებენ ბაღში სიარულს მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება კვებისთვის გამოყოფილი თანხით მომხდარიყო პირველადი მოხმარების პროდუქტების შეძენა. პანდემიის პირობებში ეს პაკეტი წაადგებათ ოჯახებს. ამ რთულ პერიოდში მოსახლეობისთვის სოციალური და ეკონომიკური დახმარების პროცესში ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მნიშვნელოვნად ჩართულია ადგილობრივი ხელისუფლება,“ - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ.

საკვები პროდუქტის გადაცემას, ა(ა)იპ „სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი“ უზრუნველყოფს.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დღეს 4300-მდე აღსაზრდელისთვის რიგდება სასურსათო პროდუქტი, ეს პროცესი პერმანენტულად გაგრძელდება, მანამ სანამ იქნება შეზღუდვები საბავშვო ბაღებში, ჩვენ შემდგომშიც ვგეგმავთ აღსაზრდელებისათვის მსგავსი დახმარებების გაწევას. ეს არის მნიშვნელოვანი გამომდინარე იქიდან, რომ პანდემიის პერიოდში ოჯახებს გავუწიოთ დახმარება საკვები პროდუქტებით,“ - განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ.

კორონავირუსის პანდემიის გამო, სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში შეჩერებულია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო