ბადრი ჯაფარიძე - 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში არც ერთი ისეთი პარამეტრი არ არის, რაც მომავალი წლის მიმართ იმედიანად განგვაწყობს

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში არც ერთი ისეთი პარამეტრი არ არის, რაც მომავალი წლის მიმართ იმედიანად განგვაწყობს, - ამის შესახებ პარტია “ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ჯაფარიძის შეფასებით, 2021 წელი ყველანაირად რთული წელი იქნება, “არაკომპეტენტური მთავრობის პირობებში“ კი, არ ელის რაიმე ისეთ ინიციატივას, რომლითაც არსებულ გამოწვევებთან გამკლავება იქნება შესაძლებელი.

“წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, მთავრობა მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ როგორმე რაღაც პერიოდი გადააგორონ. როგორც ჩანს, ბიუჯეტის პროექტიც 2021 წლის გადაგორებას ემსახურება. აქედან გამომდინარე, ეს ვერ იქნება ბიუჯეტი, რომლითაც პრობლემებს გავუმკლავდებით. მთავრობას ხედვა, მათ შორის ეკონომიკური ხედვა არ გააჩნია. მას არ გააჩნია არც კომპეტენცია და არც ნდობა საერთაშორისო დონორებისგან, რომ მივიღოთ სახსრები, რითაც ამ მძიმე კრიზისიდან გამოვალთ“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, 2021 წლის ბიუჯეტის მიზანი უნდა იყოს ის, რომ ადამიანებმა პირველი ოთხი თვის გადატანა შესძლონ და ასევე ის, რომ მოხდეს ეკონომიკის სტიმულირება.

“ხელისუფლებამ მოახერხა, რომ კოვიდპანდემიის დაწყებამდე, საქართველო რეგიონში ყველაზე ნაკლებად ზრდადი ეკონომიკის მქონე ქვეყანა იყო, უცხოური ინვესტიციები მინიმუმამდე დავიდა. ამ მთავრობას მისი უნარებიდან გამომდინარე, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა არ შეუძლია. არ უნდა ველოდოთ, რომ მოქმედი ხელისუფლება ეკონომიკას ოდნავ მაინც გამოაცოცლებს და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას მოახერხებს. სამწუხაროდ, დეფოლტის საშიშროება წარმოიშობა“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
ახალი სიტყვა ელექტრომობილების ინდუსტრიაში - Lexus RZ-ს უკვე საქართველოშია
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ზოგჯერ შიში მხოლოდ ხმაა — როგორ აქცია „ბლიც დენტალმა“ სტომატოლოგიური ხმები მუსიკად
„მეტროპოლი“ 1 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს ქავთარაძის პროექტში ბინას სპეციალური პირობებით სთავაზობს
ბრიტანულ-ქართულ აკადემიას საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) წევრობის სტატუსი მიენიჭა