აჭარის მთავრობის სახლთან ინციდენტის დროს ორი პირი დააკავეს, რომლებიც მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

აჭარის მთავრობის სახლთან მომხდარი ინციდენტის დროს სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აქციაზე ორი პირი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, დაკავებულები მოგვიანებით, პოლიციის განყოფილებიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ აჭარის მთავრობის სახლთან ხმაური იყო.

მოქალაქეების განცხადებით, აქციაზე ორი პირი მსუბუქი ავტომობილით მივიდა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდნენ. დაპირისპირება სწორედ აღნიშნულ ფაქტს მოჰყვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა