მედიის ინფორმაციით, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი ოკუპირებული აფხაზეთის ნაწილს დენი უკვე რუსეთიდან მიეწოდება

ოკუპირებული აფხაზეთის ნახევარი ტერიტორია ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, რაც ელექტროგადამცემ ხაზ - „ოჩამჩირეზე“ მომხდარ ავარიას უკავშირდება. ამის შესახებ „სპუტნიკს“ „ჩერნომორენერგოში“ განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ელექტრომომარაგება ამ დროისთვის აღდგენილია. რეგიონი დენს რუსეთიდან იღებს, რაც ავარიის სრულ აღმოფხვრამდე გაგრძელდება.

სააგენტოს ცნობით, ავარიის ადგილზე იმყოფება „ჩერნომორენერგოს“ ყველა ავარიული სამსახური. მუშაობას აფერხებს ადგილის რელიეფი.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა