ლატვიაში კოვიდ 19-ის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 11 იანვრამდე გახანგრძლივდა

ლატვიაში კოვიდ 19-ის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 11 იანვრამდე გახანგრძლივდა, მის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები კი მკაცრდება.

კერძოდ, 3 დეკემბრიდან ყველა მოქალაქე ვალდებული იქნება დაიცვას 2+2 პრინციპი, ანუ ადამიანებმა ერთმანეთს შორის 2 მეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვან, 2-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა კი იკრძალება. ასევე იკრძალება კერძო წვეულებებზე ერთზე მეტი ოჯახის წევრების შეკრება.

ამასთან, სავალდებულოა პირბადის გამოყენება დახურულ სივრცეში, სადაც ერთზე მეტ ადამიანს უწევს ყოფნა, საკუთარი სახლის გარდა.

7 დეკემბრიდან მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადადიან, 4 იანვრიდან კი ყველა მოსწავლე და მასწავლებელი ვალდებული იქნება სკოლებში პირბადეები ატარონ.

შაბათ-კვირას და სადღესასწაულო დღეებში ღია იქნება მხოლოდ სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები.

ამასთან, 11 იანვრამდე ყველა მუზეუმი, გამოფენები და ბაზრობები (მათ შორის საშობაო ბაზრობები) დახურული იქნება.

ლატვიის პრემიერ -მინისტრის კრიშიანის კარინსის განცხადებით, ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიასთან დაკავშირებული მძიმე მდგომაროების გამო მთავრობა იძულებული გახდა, საგანგებო მდგომარეობა 11 იანვრამდე გაეხანგრძლივებინა.

ცნობისათვის, ლატვიაში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ-19-ის 17 687 შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 210 ადამიანი.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო