ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს ირაკლი მელაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ირაკლი, არჩევნებამდე 6 თვით ადრე საშინაო პოლიტიკაში ვითარება მას შემდეგ დამძიმდა, რაც მმართველმა გუნდმა პარლამენტში კანონი „აგენტების შესახებ“ სხვა სახელწოდებით, კერძოდ, „უცხო ქვეყნის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დააბრუნა.

ეს კანონი „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ პირველი მოსმენით მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ არ დარჩენილა არცერთი ჩვენი დასავლელი პარტნიორი, რომელმაც მასზე უარყოფითი დამოკიდებულება არ გამოხატა.

20 დღეზე მეტია, ამ კანონზე დასავლელი პარტნიორების გამოხმაურება სულ უფრო მკაფიო იყო, მაგრამ, ამავე თემაზე ევროპარლამენტის რეზოლუცია რომ საკმაოდ მძიმე იყო, ეგეც ფაქტია.

პარტნიორებმა ხელისუფლებისაგან მოითხოვეს კანონის უკან გაწვევა, გვითხრეს, რომ მისი მიღების შემთხვევაში, ევროკომისია საქართველოსთან ვეღარ დაიწყებდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას. მეტიც, ასევე მიგვანიშნეს, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ამოქმედებულიყო ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის ამკრძალავი მექანიზმი. იმავე რეზოლუციამ მოგვიწოდა, ხელისუფლებამ გაათავისუფლოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

ამ თემაზე ხელისუფლების რეაქცია და კომენტარები მოვისმინეთ. ამ თემას ჩვენ აუცილებლად შევეხებით. მოდით, მანამდე იმაში გავერკვეთ - რა გვითხრეს ჩვენ ამ კანონთან დაკავშირებით ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა?

- ის, რაც მოსალოდნელი იყო: ქვეყანას, რომელსაც სურს ევროკავშირის წევრობა, არ შეიძლება, ასეთი კანონი ჰქონდეს. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა შეიძლება აქ მოატყუონ ადამიანების ნაწილი იმით, თითქოს ეს კანონი ევროპული ან ამერიკულია, მაგრამ შეუძლებელია, ამ ტყუილში დააჯერო ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები. იქ ყველამ არაჩვეულებრივად იცის, რა განსხვავებაა ჩვენსა და იგივე ამერიკულ FARA-ს კანონს შორის.

ამერიკული კანონით, „აგენტი“ არის ფიზიკური პირი, ან იურიდიული სუბიექტი, რომელიც მოქმედებს აშშ-ში სხვა ქვეყნის მთავრობის, ან უცხოური ფიზიკური, ანდა იურიდიული პირის დავალებით, მითითებით, ან მათი კონტროლის ქვეშ.

ანუ, მას უნდა ჰქონდეს ამ პირებისგან მიღებული დავალება და იღებდეს ფინანსირებას ამ დავალების შესასრულებლად. ეს არის პირველი პრინციპული განსხვავება FARA-ს კანონსა და ქართულ კანონპროექტს შორის, რადგანაც ქართულ ვარიანტში, რომელიც ამ კუთხით რუსული კანონის ანალოგურია, არანაირი დავალება საჭირო არ არის, საკმარისია მხოლოდ გრანტის სახით დაფინანსების მიღება.

ქვეყანას, რომელსაც სურს ევროკავშირის წევრობა, არ შეიძლება, ასეთი კანონი ჰქონდეს. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა შეიძლება აქ მოატყუონ ადამიანების ნაწილი იმით, თითქოს ეს კანონი ევროპული ან ამერიკულია, მაგრამ შეუძლებელია, ამ ტყუილში დააჯერო ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები. იქ ყველამ არაჩვეულებრივად იცის, რა განსხვავებაა ჩვენსა და იგივე ამერიკულ FARA-ს კანონს შორის

ამერიკული კანონი ლოგიკურია, რადგანაც, სსრკ-ში გაზრდილი ადამიანისგან განსხვავებით, იქ სიტყვა „აგენტი“ ქვეყნის მოღალატეს კი არ ნიშნავს, არამედ ნიშნავს იმ პირის წარმომადგენელს, რომლისგანაც შენ დავალება გაქვს მიღებული და მის შესასრულებლად ანაზღაურებას იღებ.

შესაბამისად, შენ რომ, ამერიკის მთავრობის გაგებით, ვინმეს აგენტი გახდე, უნდა გქონდეს მისგან გაფორმებული დავალება, სადაც გაწერილი იქნება, რომ მის ინტერესებს იცავ და ის ამაში გიხდის ფულს. FARA არ ეხება იქ მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს გრანტების მიღების ნაწილში, იმიტომ, რომ ნებისმიერმა დამწყებმა იურისტმა აშშ-ში მშვენივრად იცის, რომ გრანტის მიღება არ აჩენს რაიმე წარმომადგენლობით ვალდებულებას გრანტის გამცემსა და გრანტის მიმღებს შორის.

ეს იმდენად ცხადი პოსტულატია ევროპელი თუ ამერიკელი პოლიტიკოსისა თუ დიპლომატისთვის, რომ საერთოდ არ წარმოადგენს ცივილიზებულ ქვეყნებში განხილვის საგანს. შესაბამისად, ევროპელი და ამერიკელი კარგად ხვდება, რომ შენ როცა გრანტის მიმღებს ანიჭებ „უცხო ქვეყნის აგენტის“ სტატუსს, ქვეყანას სხვა სახელმწიფოს გავლენისგან კი არ იცავ, არამედ, უბრალოდ, გსურს, შეზღუდო თავისუფალი მედია და სამოქალაქო სექტორი, რომელსაც ვერ აკონტროლებ.

ევროპელი და ამერიკელი კარგად ხვდება, რომ შენ როცა გრანტის მიმღებს ანიჭებ „უცხო ქვეყნის აგენტის“ სტატუსს, ქვეყანას სხვა სახელმწიფოს გავლენისგან კი არ იცავ, არამედ, უბრალოდ, გსურს, შეზღუდო თავისუფალი მედია და სამოქალაქო სექტორი, რომელსაც ვერ აკონტროლებ

პაპუაშვილი და კობახიძე ამ საკითხში ვერც ბორელს მოატყუებენ, ვერც შოლცს, ვერც შარლ მიშელს და ვერცერთ ევროპელ პოლიტიკოსსა თუ მოხელეს. მათთვის დღესავით ნათელია, რომ მთავარ საკითხში - ვის მიენიჭება ე.წ. „აგენტის “ სტატუსი, ქართულ კანონს არაფერი აქვს საერთო ამერიკულთან და ერთი ერთში ემთხვევა რუსულს, როგორც მექანიზმებით, ასევე, რაც მთავარია, დანიშნულებით.

იქ, სადაც მხოლოდ გრანტის მიღებაა საკმარისი იმისთვის, რომ ორგანიზაციას ან მედიას უცხო ქვეყნის აგენტის სტატუსი მიანიჭონ და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში შეიყვანონ, ერთადერთი ამოცანაა, ლაგამი ამოსდო არასამთავრობო სექტორს და თავისუფალ მედიას.

იგივე ვითარებაა შემდეგ მნიშვნელოვან საკითხში - ვინ ანიჭებს „აგენტის“ სტატუსს?

ამერიკული კანონით, თუკი ორგანიზაცია ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდა რეესტრში, FARA მიდის სასამართლოში, სადაც მან უნდა დაამტკიცოს, რომ ორგანიზაცია მოქმედებს უცხო ქვეყნის ლიდერის (სახელმწიფო, პოლიტიკური პარტია, ორგანიზაცია, ფიზიკური პირი) დავალებით (მითითებით, ბრძანებით) და ამაში მათგან იღებს დაფინანსებას.

პაპუაშვილი და კობახიძე ამ საკითხში ვერც ბორელს მოატყუებენ, ვერც შოლცს, ვერც შარლ მიშელს და ვერცერთ ევროპელ პოლიტიკოსსა თუ მოხელეს. მათთვის დღესავით ნათელია, რომ მთავარ საკითხში - ვის მიენიჭება ე.წ. „აგენტის “ სტატუსი, ქართულ კანონს არაფერი აქვს საერთო ამერიკულთან და ერთი ერთში ემთხვევა რუსულს, როგორც მექანიზმებით, ასევე, რაც მთავარია, დანიშნულებით

ანუ აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, ან სააგენტო, რომელსაც აკომპლექტებს ხოლმე მმართველი პარტია და თეორიულად შესაძლებელია, რომ მან პოლიტიკური მიკერძოება გამოიჩინოს, გადაწყვეტილებას ორგანიზაციისთვის აგენტის სტატუსის მინიჭების თაობაზე ვერ იღებს. მას მხოლოდ უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს უცხო ქვეყნის ძალაზე მუშაობაში ეჭვმიტანილი ორგანიზაციისთვის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით.

სასამართლო პროცესზე, რომელიც ტარდება მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, აგენტობაში ეჭვმიტანილ ორგანიზაციას აქვს შესაძლებლობა, წარმოადგინოს თავისი კონტრარგუმენტები. სწორედ ხელისუფლებას უწევს დაამტკიცოს, რომ ეს ორგანიზაცია ასრულებს უცხოური მთავრობის, ან ფიზიკური თუ იურიდიული პირის დავალებას და ამ დავალების შესრულებისთვის იღებს დაფინანსებას.

ქართულ კანონპროექტსა და რუსულ კანონში უცხო ქვეყნის გავლენის გამტარებლის სტატუსს ანიჭებს იუსტიციის სამინისტრო, რომელიც არ არის არც, თუნდაც ფორმალურად მაინც, ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან დამოუკიდებელი სააგენტოც კი. სამინისტრო პირდაპირ აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილია, რომლის ხელმძღვანელს ნიშნავს მმართველი პარტია და პოლიტიკურად მასვე ექვემდებარება.

ქართულ კანონპროექტსა და რუსულ კანონში უცხო ქვეყნის გავლენის გამტარებლის სტატუსს ანიჭებს იუსტიციის სამინისტრო, რომელიც არ არის არც, თუნდაც ფორმალურად მაინც, ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან დამოუკიდებელი სააგენტოც კი. სამინისტრო პირდაპირ აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილია, რომლის ხელმძღვანელს ნიშნავს მმართველი პარტია და პოლიტიკურად მასვე ექვემდებარება

ქართული კანონპროექტითაც და რუსული კანონითაც, დაზარალებულ ორგანიზაციას შეუძლია, ეს საკითხი გაასაჩივროს სასამართლოში, (ალბათ ისეთივე დამოუკიდებელში როგორც აშშ-შია არა?), ოღონდ ამერიკული კანონისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში, მედიას ან არასამთავრობო ორგანიზაციას მოუწევს იმის დამტკიცება, რომ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი არ არის და შესაბამისად, არ ეკუთვნის რეესტრში გატარება.

არადა, კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეექვსე პუნქტში პირდაპირ გვიწერია, რომ „არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს“. მაგრამ ამას ვინ აქცევს ყურადღებას? მე მაქვს უმრავლესობა, რასაც მინდა, იმას მივიღებო, - ასე გვეუბნება „ქართული ოცნება“.

კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეექვსე პუნქტში პირდაპირ გვიწერია, რომ „არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს“. მაგრამ ამას ვინ აქცევს ყურადღებას? მე მაქვს უმრავლესობა, რასაც მინდა, იმას მივიღებო, - ასე გვეუბნება „ქართული ოცნება“

დასავლელმა პოლიტიკოსებმა და დიპლომატებმა ისიც კარგად იციან, რომ „ოცნება“ უტიფრად ატყუებს ხალხს, როცა ეუბნება, რომ მის მიერ ინიციირებული კანონპროექტი შეესაბამება ამ საკითხზე არსებულ ფრანგულ კანონს და ევროპულ დირექტივას.

იცით რა მარტივი რამ იციან? უბრალოდ, ის იციან, რომ, სინამდვილეში, არც ფრანგული კანონი არსებობს და არც - დირექტივა, ერთიც და მეორეც პროექტია, რომელიც არ არის მიღებული და არც არავინ იცის, როდის მიიღება. ევროპელებმა ისიც მშვენივრად იციან, რომ ეს დოკუმენტები როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდებიან ერთმანეთისგან როგორც დანიშნულებით, ისე შინაარსით.

სინამდვილეში, არც ფრანგული კანონი არსებობს და არც - დირექტივა, ერთიც და მეორეც პროექტია, რომელიც არ არის მიღებული და არც არავინ იცის, როდის მიიღება. ევროპელებმა ისიც მშვენივრად იციან, რომ ეს დოკუმენტები როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდებიან ერთმანეთისგან როგორც დანიშნულებით, ისე შინაარსით

ასეთი კანონპროექტები და დირექტივები დემოკრატიულ ქვეყნებში ნაჩქარევად და ხელების გადაგრეხით არ მიიღება - არიქა, წარმომადგენლობით ორგანოში მე ორი ხმის უპირატესობა მაქვს, გჯობნით ხელის აწევაში და რასაც ვიტყვი, იმას გავიტანო.

აკი თქვა გერმანიის კანცლერმა შოლცმა კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ, ეს დირექტივა ამ სახით, ალბათ, არ იქნება მიღებულიო.

რა ვუპასუხეთ? უმრავლესობის ლიდერი, ბატონი მდინარაძე, გამოვიდა და თქვა, თურმე ნუ იტყვით და, ეს გერმანიის კანცლერი შოლცი ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივის პრინციპებს და ევროპულ ღირებულებებს, თორემ ჩვენ მისი ერთგულები ვართო. მართლა, გულწრფელად არ ვიცი, ამაზე უნდა ვიცინოთ თუ ვიტიროთ.

რა ვუპასუხეთ? უმრავლესობის ლიდერი, ბატონი მდინარაძე, გამოვიდა და თქვა, თურმე ნუ იტყვით და, ეს გერმანიის კანცლერი შოლცი ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივის პრინციპებს და ევროპულ ღირებულებებს, თორემ ჩვენ მისი ერთგულები ვართო. მართლა, გულწრფელად არ ვიცი, ამაზე უნდა ვიცინოთ თუ ვიტიროთ

ყველაფერი აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით, გვაქვს ევროკავშირის რეზოლუცია, რომელიც საკმაოდ მკაცრია, მაგრამ არა - რადიკალურად მწვავე, რომლითაც ყვითელი ბარათი გვიჩვენეს, ანუ პოლიტიკური პოზიცია გამოხატეს, ამ კანონით თქვენ ევროკავშირში ვერ შემოხვალთო. ამ რეზოლუციის არც გადაფასება ვარგა და არც მისი შეუფასებლობა.

ევროპარლამენტის რეზოლუცია სარეკომენდაციო ხასიათისაა, ის არ არის სავალდებულო ევროპის კომისიისთვის (ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლება) შესასრულებლად, ამიტომ, რა თქმა უნდა, სანქციები პირდაპირ არ დაწესდება. მაგრამ ევროპარლამენტი არის ის ორგანო, რომელიც აფიქსირებს ევროპის პოლიტიკური ისტებლიშმენტის შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ასე არ არის, როგორც ჩვენი ხელისუფლება წარმოაჩენს, რომ ამ ორგანოში სხედან ვიღაც უსაქმური მოლაყბეები, რომელთაც ყურს არავინ უგდებს! ანტიევროპულ რიტორიკას, ევროპულ სტრუქტურებზე და იქაურ პოლიტიკოსებზე ცილისმწამებლური ინფორმაციების გავრცელებას, ამდენ ტყუილს ევროკავშირის პოლიტიკაზე არავინ გაპატიებს.

ჯერჯერობით, გვაქვს ევროკავშირის რეზოლუცია, რომელიც საკმაოდ მკაცრია, მაგრამ არა - რადიკალურად მწვავე, რომლითაც ყვითელი ბარათი გვიჩვენეს, ანუ პოლიტიკური პოზიცია გამოხატეს, ამ კანონით თქვენ ევროკავშირში ვერ შემოხვალთო. ამ რეზოლუციის არც გადაფასება ვარგა და არც მისი შეუფასებლობა

ხელისუფლებას ამის იმედი არ უნდა ჰქონდეს. ამავე დროს, ყველამ იცის, რომ ეს ჯერ მოთელვაა, არც საქართველოს პარლამენტში მეორე მოსმენით კენჭისყრა არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას და არც - მესამე მოსმენით. კანონის მიღების შემთხვევაში, იქნება პრეზიდენტის ვეტო, კანონი დაბრუნდება პარლამენტში, სადაც თავიდან გახდება საჭირო მასზე კენჭისყრა. თან კანონი ძალაში შევა მხოლოდ მომავალი წლის 1 იანვრიდან. ამიტომ ევროსტრუქტურები არ ჩქარობენ.

ევროპარლამენტმა პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა და შესაბამისი სიგნალი გაუგზავნა ევროკომისიას. ახლა უკვე ევროკავშირის უმაღლესმა აღმასრულებელმა ორგანომ უნდა გააკეთოს თავისი საქმე, თუკი საქართველოს ხელისუფლება ვერ მიხვდება, რა შეცდომას უშვებს.

ევროპის კომისია, ალბათ, გამოიყენებს მთელ თავის დიპლომატიას, რათა გადაათქმევინოს ხელისუფლებას ეს სულელური ნაბიჯი. ამიტომ ველოდები, რომ ევროპელების აქტიურობა და ზეწოლა იმ კუთხით, რომ კანონის ძალაში შესვლა ნიშნავს ევროინტეგრაციის პროცესის გაყინვას, ეტაპობრივად გაიზრდება. ევროსტრუქტურების პოზიცია და მესიჯები სულ უფრო მკაფიო და მკვეთრი გახდება, თუკი ხელისუფლებამ არ შეცვალა თავისი პოზიცია.

ევროპის კომისია, ალბათ, გამოიყენებს მთელ თავის დიპლომატიას, რათა გადაათქმევინოს ხელისუფლებას ეს სულელური ნაბიჯი. ამიტომ ველოდები, რომ ევროპელების აქტიურობა და ზეწოლა იმ კუთხით, რომ კანონის ძალაში შესვლა ნიშნავს ევროინტეგრაციის პროცესის გაყინვას, ეტაპობრივად გაიზრდება. ევროსტრუქტურების პოზიცია და მესიჯები სულ უფრო მკაფიო და მკვეთრი გახდება, თუკი ხელისუფლებამ არ შეცვალა თავისი პოზიცია

- როგორც უკვე ვთქვი, ამ თემაზე ხელისუფლების რეაქცია და კომენტარები საკმაოდ ბევრი მოვისმინეთ. „ცალ ფეხზე დგომის“ რიტორიკა შეიცვალა იმის მტკიცებით, როგორც „ქართული ოცნების“ გენმდივანმა კახა კალაძემ თქვა - „ჩვენ გვჭირდება ევროპა, თუმცა, ჩვენ არანაკლებ ვჭირდებით ევროპას. ჩვენ დავეხმარებით ჩვენს კოლეგებს რომ მათაც მოახერხონ და თავი დააღწიონ აგენტურის მმართველობას“.

საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის რეზოლუციაზე პარლამენტის კომენტარი ასეთი იყო - „რეზოლუცია არის ევროპარლამენტის წარმავალი წევრების ბოლო პწკენა ქართველი ხალხის მიმართ. ივნისში არჩევნებია, ვიმედოვნებ, ევროკავშირის მოქალაქეები ამ ევროპარლამენტარებს სათანადო პასუხს გასცემენ“.

ამ თემაზე მმართველი გუნდის რიტორიკას თუ მივადევნებთ თვალს, ცხადად ჩანს, რომ მმართველი გუნდი კანონს „უცხო ქვეყნის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, აუცილებლად მიიღებს.

თქვენ როგორ აღიქვით კანონთან დაკავშირებით ევროპელი პარტნიორების განცხადებებზე ხელისუფლების პასუხი?

სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს მმართველი გუნდის დამოკიდებულება ჩვენი პარტნიორების განცხადებებზე, თხოვნებსა და მოწოდებებზე?

- ვფიქრობ, რომ ევროპელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქართული საზოგადოების რეაქცია იმაზე, რასაც ხელისუფლება აკეთებს. თუკი მათ დაინახეს, რომ ჩვენი საზოგადოება თავად არის ინდიფერენტული საკუთარ მომავალზე და არ იცავს ევროპულ არჩევანს, გარწმუნებთ, რომ კალთებს არავინ დაგვახევს, ოღონდ ჩვენთან იყავით და რაც გინდათ, ის ქენითო.

ბოლო-ბოლო, როგორც არავინ იკლავს ევროპაში თავს, რატომ, მაგალითად, აზერბაიჯანი არ ცდილობს ევროკავშირში გაერთიანებასო, ეჭვი მაქვს, არც ჩვენ გამო გაიკეთებენ ჰარაკირს!

ევროპელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქართული საზოგადოების რეაქცია იმაზე, რასაც ხელისუფლება აკეთებს. თუკი მათ დაინახეს, რომ ჩვენი საზოგადოება თავად არის ინდიფერენტული საკუთარ მომავალზე და არ იცავს ევროპულ არჩევანს, გარწმუნებთ, რომ კალთებს არავინ დაგვახევს, ოღონდ ჩვენთან იყავით და რაც გინდათ, ის ქენითო

ნუ დავივიწყებთ, რომ ევროკავშირის ფანჯარა ჩვენთვის ცოტა ხნის წინ, უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ გაიხსნა. თორემ, შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ რამდენიმე წლის წინ საქართველოში ვიზიტით მყოფმა გერმანიის კანცლერმა, მერკელმა, პირდაპირ გვითხრა, რომ ევროკავშირზე უახლოესი ათწლეულების მანძილზე არც უნდა გვეოცნება.

მუდმივი არაფერია, მათ შორის, არც ევროპელების მოთმინება, თან ათწლეულების განმავლობაში დაეხმარონ საქართველოს რეფორმების გატარებაში, ეკონომიკის განვითარებაში, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით გვაძლიონ უფლება, გადასახადის გარეშე შევიტანოთ ჩვენი პროდუქცია მათ ბაზარზე, უვიზოდ შეუშვან ჩვენი მოქალაქეები საკუთარ ტერიტორიაზე და, ამავე დროს, ისმინონ შეურაცხმყოფელი გზავნილები ზარქუების, პაპუაშვილების და ოხანაშვილების კალიბრის პოლიტიკოსებისგან.

მუდმივი არაფერია, მათ შორის, არც ევროპელების მოთმინება, თან ათწლეულების განმავლობაში დაეხმარონ საქართველოს რეფორმების გატარებაში, ეკონომიკის განვითარებაში, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით გვაძლიონ უფლება, გადასახადის გარეშე შევიტანოთ ჩვენი პროდუქცია მათ ბაზარზე, უვიზოდ შეუშვან ჩვენი მოქალაქეები საკუთარ ტერიტორიაზე და, ამავე დროს, ისმინონ შეურაცხმყოფელი გზავნილები

თუ ვინმეს ჰგონია, რომ ევროპელებს რაიმე ვალდებულება აქვთ, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირების პოლიტიკური უტაქტობასა და უზრდელობაზე თვალი დახუჭონ, ძალიან ეშლება. ცდება კალაძეც. დიახ, ვითარება ისეთია, რომ ჩვენ უფრო გვჭირდება ევროკავშირის წევრობა, ვიდრე ევროკავშირს - ჩვენი წევრობა. ამაში ჩვენთვის არც საჩოთირო და არც შეურაცხმყოფელი არაფერია. ამ საკითხზე ურაპატრიოტული და პოპულისტური ლოზუნგები თუ განცხადებები, უბრალოდ, სასაცილო მდგომარეობაში აგდებს მათ ავტორებს.

ცდება კალაძეც. დიახ, ვითარება ისეთია, რომ ჩვენ უფრო გვჭირდება ევროკავშირის წევრობა, ვიდრე ევროკავშირს - ჩვენი წევრობა. ამაში ჩვენთვის არც საჩოთირო და არც შეურაცხმყოფელი არაფერია. ამ საკითხზე ურაპატრიოტული და პოპულისტური ლოზუნგები თუ განცხადებები, უბრალოდ, სასაცილო მდგომარეობაში აგდებს მათ ავტორებს

- მიუხედავად იმისა, რომ კოლექტიური დასავლეთი ახლა აქტიურადაა ჩართული უკრაინა-რუსეთის ომში, ცხადად ჩანს, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ყურადღებით აკვირდებიან ჩვენს საშინაო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებსაც.

სავარაუდოდ, საქართველოსთან დაკავშირებით რა ტაქტიკა და სტრატეგია აქვს არჩეული ევროკავშირსა და აშშ-ს?

- ისინი არასდროს ჩქარობენ. რაც საქართველო დამოუკიდებელია, კოლექტიური ევროპა ყოველთვის ბოლომდე მუშაობდა ყველა ხელისუფლებასთან, რათა ჩვენ განვითარების შანსი შეგვენარჩუნებინა. ევროპელები გვეხმარებოდნენ ყველა მნიშვნელოვანი რეფორმის გატარებაში, ეკონომიკის განვითარებაში, სოციალური სიდუხჭირის დაძლევაში, ნებისმიერ ხელისუფლებას აძლევდნენ შეცდომების გამოსწორების შანსს.

რაც საქართველო დამოუკიდებელია, კოლექტიური ევროპა ყოველთვის ბოლომდე მუშაობდა ყველა ხელისუფლებასთან, რათა ჩვენ განვითარების შანსი შეგვენარჩუნებინა. ევროპელები გვეხმარებოდნენ ყველა მნიშვნელოვანი რეფორმის გატარებაში, ეკონომიკის განვითარებაში, სოციალური სიდუხჭირის დაძლევაში, ნებისმიერ ხელისუფლებას აძლევდნენ შეცდომების გამოსწორების შანსს

ნახეთ, მარტო რამდენი მილიარდის დახმარება აქვს საქართველოს მიღებული ევროკავშირისგან და ცალკე ევროპული ქვეყნებიდან, მათ შორის, ამ ავადსახსენებელი გრანტების სახით, რომლის ყველაზე დიდი მომხმარებელი ყოველთვის საქართველოს მთავრობა იყო.

შეცდომებს უშვებდნენ? რა თქმა უნდა. რიგ შემთხვევაში სუბიექტურებიც შეიძლება ყოფილიყვნენ? ესეც შესაძლებელია, მაგრამ სასწორის ორ პინაზე რომ დავდოთ ერთ მხარეს მათ მიერ ჩვენი ქვეყნისთვის გაკეთებული სიკეთე და მეორე მხარეს მათი შეცდომები, კლინიკური იდიოტი უნდა იყოს ადამიანი, რომ ვერ მიხვდეს, რომელი მხარე გადაწონის უზარმაზარი უპირატესობით.

შეცდომებს უშვებდნენ? რა თქმა უნდა. რიგ შემთხვევაში სუბიექტურებიც შეიძლება ყოფილიყვნენ? ესეც შესაძლებელია, მაგრამ სასწორის ორ პინაზე რომ დავდოთ ერთ მხარეს მათ მიერ ჩვენი ქვეყნისთვის გაკეთებული სიკეთე და მეორე მხარეს მათი შეცდომები, კლინიკური იდიოტი უნდა იყოს ადამიანი, რომ ვერ მიხვდეს, რომელი მხარე გადაწონის უზარმაზარი უპირატესობით

დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა. ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა. რა თქმა უნდა, როდესაც ქვეყნის ფეხზე დაყენებაში, რეფორმების გატარებაში შენ მილიარდებს დახარჯავ, დაინტერესებული ხარ და იმედიც გაქვს, რომ ამ ქვეყნის ხელმძღვანელობისგან კეთილგანწყობილი პოლიტიკას მიიღებ და არა აბსურდულ ბრალდებებს, თითქოს ევროპა გადატრიალებას გიწყობს ქვეყანაში. ადამიანი ან ძალიან ავად უნდა იყო, ან ძალიან ბნელი და შტერი, რომ ეს დაიჯერო.

ერთია, როცა ამას გაუნათლებელი, საბჭოთა კომპლექსებით დამძიმებული ჰომოსოვეტიკუსის აზროვნების ადამიანები ამბობენ, მაგრამ მეორეა, როცა ამას აკეთებენ ხელისუფლებაში მყოფი ის ადამიანები, რომლებმაც სწორედ ევროკავშირის და ევროპის ქვეყნების მთავრობების მიერ გამოყოფილი გრანტებით, მათი გადამხდელების გადახდილი გადასახადების ხარჯზე მიიღეს განათლება ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში, მუშაობდნენ ევროპულ სტრუქტურებში ევროპული მთავრობების მიერ დაფინანსებულ მაღალანაზღაურებად თანამდებობებზე, ერთი სიტყვით, რასაც მიაღწიეს ცხოვრებაში - განათლება, პრესტიჟული სამსახური, კომფორტული ცხოვრება მნიშვნელოვანწილად სწორედ ევროპელების მიერ ჩვენი სახელმწიფოსა და მოქალაქეებისთვის გაღებული დახმარების წყალობითაა.

როცა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ეს ადამიანები სწორედ ამ ევროპის ლანძღვას და ცილისწამებას იწყებენ, ანტიევროპული რიტორიკის მეთავეები ხდებიან, რა თქმა უნდა, ამაზე ევროპელი პოლიტიკოსების რეაქცია მძაფრი იქნება. ერთ წამით წარმოიდგინეთ, მათ ადგილას რომ ქართველები ვიყოთ, რა ზომებს მივიღებდით და რა ეპითეტებით შევამკობდით ასეთ „კანდიდატებს“.

როცა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ეს ადამიანები სწორედ ამ ევროპის ლანძღვას და ცილისწამებას იწყებენ, ანტიევროპული რიტორიკის მეთავეები ხდებიან, რა თქმა უნდა, ამაზე ევროპელი პოლიტიკოსების რეაქცია მძაფრი იქნება. ერთ წამით წარმოიდგინეთ, მათ ადგილას რომ ქართველები ვიყოთ, რა ზომებს მივიღებდით და რა ეპითეტებით შევამკობდით ასეთ „კანდიდატებს“

- ვხედავთ, რომ რუსთაველზე აქტიურობენ ახალგაზრდული ჯგუფები. მართალია, ხელისუფლებას არ სჯერა, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილე სტუდენტობა ოპოზიციასთან შეუთანხმებლად აქტიურობს.

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ 29 აპრილს კანონთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მხარდამჭერების აქცია დააანონსა, ახალგაზრდებმაც დააანონსეს 28 აპრილს აქცია.

მმართველი გუნდის მიერ აქციის დაანონსებაზე ბევრი მოსაზრება გამოითქვა. მეტიც, გარკვეული პარალელებიც იქნა მოხმობილი ჩვენი უახლოესი პოლიტიკური ცხოვრებიდან.

თქვენ როგორ შეაფასებდით ერთი მხრივ ახალგაზრდების აქტიურობას რუსთაველზე, ხოლო მეორე მხრივ ხელისუფლების მხარდამჭერების აქციის ჩატარების იდეას, რომელიც 29 აპრილს უნდა გაიმართოს?

- „იიი, კანონი არ წაუკითხავთ“ - პროტესტის ნიშნად გამოსული ახალგაზრდების მიმართ ამ ბრალდებაზე ძალიან მეცინება. აბა რა, ხელისუფლება ვისაც ჩამორეკავს „მარშრუტკებით“ 29 აპრილს, აი, იმათ ხომ გადაბულბულებული ექნებათ ეს კანონპროექტიც, ამერიკული FARA-, მისი ფრანგული ანალოგიც და ევროკავშირის დირექტივაც, მითუმეტეს, რომ ეს ორი ჯერ არც კი არსებობს, მაგრამ მაინც.

იიი, კანონი არ წაუკითხავთ“ - პროტესტის ნიშნად გამოსული ახალგაზრდების მიმართ ამ ბრალდებაზე ძალიან მეცინება. აბა რა, ხელისუფლება ვისაც ჩამორეკავს „მარშრუტკებით“ 29 აპრილს, აი, იმათ ხომ გადაბულბულებული ექნებათ ეს კანონპროექტიც, ამერიკული FARA-, მისი ფრანგული ანალოგიც და ევროკავშირის დირექტივაც, მითუმეტეს, რომ ეს ორი ჯერ არც კი არსებობს, მაგრამ მაინც

ახალგაზრდები მშვენივრად ხვდებიან, რომ ხელისუფლებას მათი თავისუფლების შეზღუდვა უნდა. ამ ახალგაზრდებისთვის ძნელი მისახვედრი არ არის, როგორ და რა მეთოდით. „ქართულ ოცნებას“ სურს, რომ თავისუფლების უკანასკნელი კუნძულები ჩაკლას ამ ქვეყანაში.

35 წლის განმავლობაში ჩვენმა პოლიტიკურმა ელიტებმა აშენეს ქვეყანა, სადაც თითქმის ყველა სფეროში შეუძლებელი იყო წარმატების მიღწევა, თუ შენ ურთიერთობა ხელისუფლებასთან არ გქონდა „დალაგებული“ ასე იყო ბიზნესში, ასე იყო განათლებაში, ასე იყო კულტურაში, ასე იყო საჯარო სამსახურში და ა.შ. თუ ხელისუფლებასთან ცუდად იყავი, სახელმწიფო მანქანა ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ შენ ყოფილიყავი წარუმატებელი, ლუზერი, არ გქონოდა შემოსავალი, საყვარელი საქმით დაკავების, წინსვლისა და წარმატების შანსი.

ამ სისტემის შეცვლას ცდილობდა შევარდნაძის ხელისუფლებაც, სააკაშვილიც, მაგრამ არ გამოუვიდათ. ახლა ამ გზას დაადგა „ქართული ოცნება“, ოღონდ ბევრად ვერაგული და ბინძური მეთოდით. ვიღებთ კანონს, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლება გვეუბნება - თუ თქვენ მიიღებთ დაფინანსებას იმათგან, ვისაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ, მაშინ აგენტს დაგიძახებთ, რაც ჩვენი საზოგადოების აღქმაში ქვეყნის მოღალატესთან არის გაიგივებული

ორადორი სფერო იყო, სადაც წარმატების მისაღწევად მმართველი პარტიასთან მორჩილებაში ყოფნა არ იყო აუცილებელი. ეს არის არასამთავრობო სექტორი და მედია. ეს ორი სფერო იყო, სადაც ადამიანს ჰქონდა შესაძლებლობა, შეენარჩუნებინა საკუთარი პოლიტიკური შეხედულებები, პრინციპები და ამავე დროს, პროფესიული წარმატებისთვისაც მიეღწია.

გასული საუკუნის 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან მოყოლებული, სწორედ ჟურნალისტებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ახერხებენ, გამოავლინონ ხელისუფლებების კორუფციული საქმიანობა, ჩადენილი დანაშაულები და დარღვევები. ამას აკეთებენ პოლიტიკოსებზე ბევრად უკეთ. ეს შესაძლებელია მხოლოდ იმის წყალობით, რომ ისინი არ არიან დამოკიდებულნი ხელისუფლების ფინანსებზე. მათ იციან, რომ საკუთარი საქმიანობის შეწყვეტა არ მოუწევთ იმის გამო, რომ მმართველი პარტია მათ გაუნაწყენდა და დაფინანსება გაუჩერა.

ორადორი სფერო იყო, სადაც წარმატების მისაღწევად მმართველი პარტიასთან მორჩილებაში ყოფნა არ იყო აუცილებელი. ეს არის არასამთავრობო სექტორი და მედია. ეს ორი სფერო იყო, სადაც ადამიანს ჰქონდა შესაძლებლობა, შეენარჩუნებინა საკუთარი პოლიტიკური შეხედულებები, პრინციპები და ამავე დროს, პროფესიული წარმატებისთვისაც მიეღწია

ამ სისტემის შეცვლას ცდილობდა შევარდნაძის ხელისუფლებაც, სააკაშვილიც, მაგრამ არ გამოუვიდათ. ახლა ამ გზას დაადგა „ქართული ოცნება“, ოღონდ ბევრად ვერაგული და ბინძური მეთოდით. ვიღებთ კანონს, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლება გვეუბნება - თუ თქვენ მიიღებთ დაფინანსებას იმათგან, ვისაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ, მაშინ აგენტს დაგიძახებთ, რაც ჩვენი საზოგადოების აღქმაში ქვეყნის მოღალატესთან არის გაიგივებული.

ახალგაზრდები მშვენივრად გრძნობენ ამ საფრთხეს, ძალიან კარგად ხედავენ ყველაფერს და ამიტომაც არ წყდება საპროტესტო გამოსვლები. მათი დიდი უმრავლესობა არა მარტო დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა, არამედ მათ არც სააკაშვილის პერიოდი ახსოვთ - შიშის ეპოქა, როცა მათი მშობლები ერთმანეთთან ლაპარაკისასაც კი ტელეფონებს შლიდნენ, რომ მათთვის არ მოესმინათ. ეს თავისუფალი და ლაღი ხალხია, რომელსაც არაფრის დიდებით არ სურს საკუთარი თავისუფლების დათმობა. ამიტომაც, მათი დამარცხება ხელისუფლებას გაუჭირდება

ანუ, საზოგადოების თვალში უნდა მოხდეს ყველას სტიგმატიზაცია, ვისაც არ სურს, ბატონის გადმოგდებულ ლუკმაზე იცხოვროს. კარგად მოუსმინეთ, რას ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მათიკაშვილი: „ვინც აფინანსებს, მუსიკას ის უკვეთავსო“.

ამ საკითხთან მიმართებით ეს გამონათქვამი რომ საბჭოთა მენტალობის პროდუქტია, ეს ერთი თემაა. მეორე საკითხია ის, რომ ბატონი მათიკაშვილი ვერ ხვდება, რომ ამ გამონათქვამით, საკუთარ თავს და საკუთარ თანაპარტიელ პარლამენტარებს ძალაუნებურად არა ქვეყნის სამსახურში მყოფებად, არამედ ივანიშვილის მონებად აცხადებს, იმიტომ, რომ მისი ფინანსებითაა „ოცნება“ და, თუკი მათიკაშვილის გამონათქვამს ვირწმუნებთ, გამოდის, რომ „ოცნების“ მთელი დეპუტაცია ქვეყანას კი არ ემსახურება, არამედ ერთი კაცის დაკრულზე ცეკვავს.

მესამე და მთავარი ისაა, რომ ბატონმა მათიკაშვილმა ამ ნათქვამით წამოროშა, თუ რატომ სურს „ოცნებას“ ამ კანონის მიღება. თუკი ასე ფიქრობ, რომ ვინც აფინანსებს, ის უკვეთავს მუსიკას და თანაც, კანონს იღებ, რომლითაც აგენტი უნდა დაუძახო ყველას, ვინც შენი კონტროლის გარეშე არსებულ დაფინანსებას იღებს

გამოდის, შენი სურვილია, რომ არასამთავრობო და მედია სფეროში დარჩნენ მხოლოდ ისინი, ვისაც ან შენ დააფინანსებ, ან შენი თანხმობით დააფინანსებენ, რათა მხოლოდ შენ გქონდეს ექსკლუზიური უფლება, დაუკვეთო ის, თუ როგორ იმუშაონ მედიამ და სამოქალაქო სექტორმა, რა გამოიძიონ, რა გააშუქონ, როგორი ინფორმაცია მიაწოდონ მოსახლეობას და ა.შ. მოკლედ, გინდა, რომ მთელი ქვეყანა ერთ დიდ ტვ „იმედად“ და „ POS TV“-იდ აქციო.

ეს არის ამათი სურვილები. ამ კანონის მიღების მოტივაციის ალფა და ომეგა. ვფიქრობ, ისინი მზად არიან, ძალიან დიდი ფასი გადაიხადონ იმაში, რომ, როგორც ბატონი მათიკაშვილი ამბობს, მთელმა ქვეყანამ მათ დაკრულზე იცეკვოს. ამიტომაა საჭირო მთელი საზოგადოების მობილიზაცია და კონსოლიდაცია, რათა არ დავუშვათ ამ კანონის მიღება.

ახალგაზრდები მშვენივრად გრძნობენ ამ საფრთხეს, ძალიან კარგად ხედავენ ყველაფერს და ამიტომაც არ წყდება საპროტესტო გამოსვლები. მათი დიდი უმრავლესობა არა მარტო დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა, არამედ მათ არც სააკაშვილის პერიოდი ახსოვთ - შიშის ეპოქა, როცა მათი მშობლები ერთმანეთთან ლაპარაკისასაც კი ტელეფონებს შლიდნენ, რომ მათთვის არ მოესმინათ. ეს თავისუფალი და ლაღი ხალხია, რომელსაც არაფრის დიდებით არ სურს საკუთარი თავისუფლების დათმობა. ამიტომაც, მათი დამარცხება ხელისუფლებას გაუჭირდება.

არ ვიცი, რის თქმას აპირებს ბიძინა ივანიშვილი. მე მაფიქრებს სხვა რამ. ხომ არ არის ამ კანონის შემობრუნება დაკავშირებული მეორე კანონთან, რომელიც ამ დღეებში მიიღო საქართველოს პარლამენტმა და რომელიც ეხება საქართველოში ოფშორებიდან შემოსული თანხების სრულ გათავისუფლებას ნებისმიერი გადასახადისგან?

ხელისუფლებისგან განსხვავებით, ეს ახალგაზრდები დღეს იდეალისტები არიან. იმათ კი, ვისაც ხელისუფლება შეკრებს 29 აპრილს, აბა, რა უნდა ვუთხრათ? ამ კანონით ხელისუფლებას სურს, თქვენც და თქვენს შვილებსაც მოგისპოთ საშუალება, გაიგოთ, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, გაიგოთ მათიკაშვილებისგან, ოხანაშვილებისგან ზარქუებისგან, ოდიშარიებისგან განსხვავებული აზრი, სიმართლე იმის თაობაზე, რას იპარავს, რას აშავებს საქართველოს მთავრობა.

მათ უნდათ, თქვენ აგიფარონ ფარად, რათა უზრუნველყონ საკუთარი „სუვერენიტეტი“, განუკითხავად მართონ ეს ქვეყანა, მოსპონ ყველა შესაძლებლობა, თქვენ და თქვენმა შვილებმა გაიგოთ მათთან შეუთანხმებელი ნებისმიერი ინფორმაცია - იპარავენ თუ არა, აშავებენ თუ არა, უკანონოდ მდიდრდებიან თუ არა ისინი.

ამ დროს მათ იმედი აქვთ, რომ თავიანთი შვილები დასავლეთში ისწავლიან, მათი ცოლები შვილებს იქ გააჩენენ და იქაურ მოქალაქეობას მიიღებენ, თქვენ კიდევ გაგბერავენ ტყუილებით იმაზე, რომ ბოდიში და, თურმე, როგორ „აპიდარასტებს“ დასავლეთი.

ისინი ამ გზით დაიცავენ საკუთარი ოჯახების კეთილდღეობას, მიიღებენ უფრო მეტ შანსს, თქვენგან მალულად გამდიდრდებიან ბიუჯეტის ხარჯზე, ხოლო თქვენს შვილებს რეგიონებში სამადლოდ დაუნიშნავენ სამასლარიან დახმარებას და დაასაქმებენ ან გზისპირა თხრილების გამწმენდად, ან სასაფლაოების დამლაგებლად.

რასაც ვწერ, ეს არ არის პოპულიზმი! არც დიდი უტრირებაა ამ სიტყვებში! შინაარსობრივად ზუსტად ეგ ბედი გელით, თუკი ამ სახელისუფლებო მიტინგის იდეამ, რისი ტაშის დასაკვრელადაც ჩამოგიყვანენ, ამ ქვეყანაში გაიმარჯვა.

- უკვე ვიცით, რომ ხელისუფლების დაანონსებულ აქციაში მონაწილეობას მიიღებს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. თუ რას ეტყვის იგი კანონთან და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებზე, ბევრი ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებებიც კი გამოითქვა.

სავარაუდოდ, რას ეტყვის აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე, კერძოდ, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივაზე ივანიშვილი?

მიუხედავად იმისა, თუ რას იტყვის იგი, და ამის შემდეგ, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები საშინაო პოლიტიკაში?

- არ ვიცი, რის თქმას აპირებს ბიძინა ივანიშვილი. მე მაფიქრებს სხვა რამ. ხომ არ არის ამ კანონის შემობრუნება დაკავშირებული მეორე კანონთან, რომელიც ამ დღეებში მიიღო საქართველოს პარლამენტმა და რომელიც ეხება საქართველოში ოფშორებიდან შემოსული თანხების სრულ გათავისუფლებას ნებისმიერი გადასახადისგან?

არა მგონია, ასეთი კანონი მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში არსებობდეს. თუკი ამ გზით შემოტანილი თანხებიდან საქართველოში არანაირი ოფიციალური გადასახადი არ გადაიხდება, მაშინ კითხვა ჩნდება, რას იღებს აქედან სახელმწიფო? სამაგიეროდ, ხომ არ აღმოჩნდება საბანკო-საფინანსო სფერო სერიოზული რისკის ქვეშ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და წამყვანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან მათდამი ნდობის მკვეთრად დაქვეითების გამო, რამაც, შეიძლება, უარყოფითი გავლენა იქონიოს ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე?

ძალიან მინდა, ამ ჩემს ეჭვებში ვცდებოდე, რადგანაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანას, შეიძლება, დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური რყევები ელოდებოდეს

ამ საკითხზე, მგონი, უმჯობესი იქნება, იმსჯელონ ამ დარგის სპეციალისტებმა. არა მგონია, აქ მენის კუნძულებიდან, პანამიდან, თუ სხვა ოფშორებიდან ლეგალური ამერიკული და ევროპული კაპიტალი გამოიქცეს. უფრო ლოგიკურია, რომ ეს ფანჯარა კეთდება მათთვის, ვინც შეჭირვებულია დასავლური სანქციებით, ანუ რუსი ოლიგარქებისთვის.

ასეთ ვითარებაში, აქაური დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო სექტორის ჩაჩუმებას დიდი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს იმისათვის, რომ არ გახმაურდეს ასეთი ფინანსური ოპერაციების საჩოთირო დეტალები და ამ ოპერაციების უკან მდგარი კიდევ უფრო მეტად კომპრომეტირებული და დისკრედიტებული ბიზნესმენების სახელები, ამ გზით არ გახდეს ეს ოპერაციები საერთაშორისო მედიისა თუ ორგანიზაციების ყურადღების საგანი.

შეიძლება, ამ უზარმაზარი ფულადი ნაკადის მოზიდვისა და დიდი მოგების მიღების იმედით, ვინმეს უღირს, წავიდეს ასეთ რისკზე, მაქსიმალურად შეზღუდოს აქ თავისუფალი მედია და სამოქალაქო სექტორი, ამის გამო გადაიკიდოს მთელი დასავლური სამყარო და გააჩეროს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესი.

რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ეჭვებია. ეს ეჭვები ძალაუნებურად ჩნდება, ვინაიდან არ არსებობს ლოგიკური ახსნა, რაში დასჭირდა მმართველ პარტიას ერთი წლის წინათ საერთაშორისო თუ ქართული საზოგადოებისთვის მიცემული სიტყვის გატეხვა და ამ კანონის უკან შემობრუნება. ძალიან მინდა, ამ ჩემს ეჭვებში ვცდებოდე, რადგანაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანას, შეიძლება, დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური რყევები ელოდებოდეს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება