მამუკა ხაზარაძე - გარკვეულწილად ოპოზიციის გამოცდა მიდის - ეს არის ივანიშვილის სტილი, მას ჰგონია, რომ ბოლო მომენტში ვიღაცას ნერვები უმტყუნებს, ან გადაიბირებს ან წნეხს განახორციელებს

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, გარკვეულწილად მიდის ოპოზიციის გამოცდა „ქართულ ოცნების“ მხრიდან, რაც ბიძინა ივანიშვილის სტილია.

როგორც ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ ბოლო მომენტში ვიღაცას ნერვები უმტყუნებს, ან გადაიბირებს ან წნეხს განახორციელებს.

„გუშინდელი შეხვედრა, რომელიც ჩვენთან შედგა, მიუთითებს, რომ ოპოზიცია არის ერთიანი. პრინციპული საკითხი და პოზიცია არანაირად არ შეცვლილა, პირიქით, უფრო მეტი სიმტკიცე და პრინციპულობაა გამოჩენილი, რადგან აქ არის ლაპარაკი არა შესვლა-გამოსვლაზე, არამედ იმაზე, ხვალინდელი საქართველო როგორი იქნება. ხვალინდელი საქართველო ვერ იქნება ძლიერი, თუ ჩვენ არ გადავტეხავთ იმ ტყუილს და მანკიერ პრეცედენტებს, რომელიც წლიდან წლამდე ყოველთვის გვატყდება - ეს არის ხმების მოპარვის პრაქტიკა არჩევნებზე, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში. ეს ბრძოლა იქნება უკომპრომისო. რა თქმა უნდა, პოლიტიკა მოითხოვს კომპრომისს და შეთახმებას, მაგრამ ამ სიტუაციაში არც ერთი პრობლემა არ გადაწყდება მოსახლეობისთვის, თუ ფუნდამენტური პრობლემა, არჩევნების სამართლიანობა არ ჩავაყენეთ ისეთ მდგომარეობაში, სადაც ასეთი კითხვები საერთოდ აღარ დაისმება. თუ ეს საკითხი არ გადაწყდა ჩვენი ქვეყნის პროგრესისთვის ვერანაირი ნაბიჯს ვერ გადავდგამთ“, - განაცხადა ხაზარაძემ და დასძინა, რომ სამწუხაროდ, ერთპარტიული, პარლამენტისკენ მიდის სიტუაცია.

„ჯერ ჩვენ „ოცნებისგან“ კონკრეტული წინადადება არ მიგვიღია. დაველოდებით მესამე რაუნდს, თუ ის იქნება პარლამენტის სხდომის დაწყებამდე და იქნება პრინციპული, ხელმოსაკიდი. ბუნებრივია, კონსტრუქციულად ვართ განწყობილი და არავის უნდა ქუჩაში დგომა, ყველას უნდა ნორმალური პოლიტიკური პროცესი დაიწყოს პარლამენტში, მაგრამ იმ ნაბიჯებიდან გამომდინარე, რასაც ვხედავთ და ვისმენთ, „ქართული ოცნებიდან“, ჯერჯერობით არაფერი ისმის.

ჯერჯერობით კონკრეტული მაგიდაზე არაფერი დევს. რაღაცები არის, მაგრამ ხელშესახები, რომლითაც შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბროთ, რასაც რიგგარეშე არჩევნები, საარჩევნო კოანონმდებლობის და კომისიის შეცვლა ჰქვია, არ არის. ალბათ, გარკვეულწილად გამოცდა მიდის ოპოზიციისაც „ქართულ ოცნების“ მხრიდან, ეს არის ბიძინა ივანიშვილის სტილი, მას ჰგონია, რომ ბოლო მომენტში ვიღაცას ნერვები უმტყუნებს, ან გადაიბირებს ან წნეხს განახორციელებს“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ამასთან, მამუკა ხაზარაძემ უარყო, რომ მმართველი გუნდის მხრიდან პარტია „ლელოს“ მისამართით, პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ, რაიმე შეთავაზება ყოფილიყოს.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა