აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი - რეზო ხარაზი პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდა, კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა და ამიტომ დავაკავეთ - ბუშტის გაშვებას არავინ უშლით

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის კონსტანტინე ანანიაშვილის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რეზო ხარაზი აჭარის მთავრობის სახლთან პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდა. მისივე თქმით, რეზო ხარაზი პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა, რის გამოც დააკავეს.

„პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა. იგი პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდა და კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა, ამიტომ დავაკავეთ. ბუშტის გაშვებას არავინ არ უშლით. შეგნებულად პროვოცირებაზე მოდიან, ამაზე რამდენჯერმე მიეცა შენიშვნა",- განაცხადა კონსტანტინე ანანიაშვილმა.

აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებსა და ოპოზიციის წევრებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება გრძელდება. აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლთან სიმბოლურად ბუშტები მიიტანეს და ბოძებზე განთავსებას ცდილობდნენ, რა დროსაც სიტუაცია დაიძაბა და მხარეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა